დეპრესია ადამიანს ძალიან მგრძნობიარეს ხდის და დაუცველობის განცდას უჩენს. ზოგჯერ, ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მისი მდგომარეობა გაართულოს.
დეპრესიის დროს ძვირფასი ადამიანის თანადგომასა და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. გთავაზობთ რჩევებს, როგორ უნდა ესაუბროთ ასეთ მდგომარეობაში მყოფს და რა არ უნდა უთხრათ მას არავითარ შემთხვევაში. როგორ უნდა დაეხმაროთ საყვარელ ადამიანს ამ ურთულესი დაავადების დაძლევაში.
დეპრესიაში მყოფ ადამიანს არ უთხრათ შემდეგი ფრაზები:
1. იმაზე უფრო დიდი პრობლემებიც არსებობს, ვიდრე შენ გაქვს - ის, რომ ვიღაცას უფრო დიდი პრობლემები აქვს, ამით სხვის დეპრესიას არაფერი ეშველება. უკეთესია, თუ ეტყვით - ვწუხვარ, რით შემიძლია დაგეხმარო?
2. გჯეროდეს შენი თავის, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება - ასეთი ფრაზის თქმას, სჯობს საერთოდ შეწყვიტო საუბარი. დეპრესია ღამით არ ქრება. სჯობს უთხრათ, ნუ გეშინია, მე შენთან ვიქნები, რომ დაგეხმარო
3. ცხოვრება უსამართლოა - ამით სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებთ. უთხარით, ძალიან, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით პრობლემას.
4. უბრალოდ შეეგუე - ადამიანი, რომელიც დეპრესიაშია, უკვე ცდილობს რომ შეეგუოს ამას. უკეთესია უთხრათ, მარტო არ დაგტოვებ, მე დაგეხმარები.
5. ცხოვრება გრძელდება - რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ როცა დეპრესიაში მყოფ ადამიანს ამას ეუბნებით, ის ფიქრობს რომ დეპრესიაც ყოველთვის მასთან ერთად იქნება. უბრალოდ უთხარით - შენი ცხოვრება სავსეა პრობლემებით. მოდი, ერთად დავძლიოთ ისინი.
6. მე ვიცი რასაც გრძნობ, ერთხელ მეც მქონდა დეპრესია - ამ ფრაზით დარდს ვერ შეუმსუბუქებთ. უბრალოდ უთხარით, ვერ წარმომიდგენია გავიგო რას გრძნობ ახლა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიგო.
7. არ ფიქრობ რომ ეგოისტივით იქცევი? - დეპრესიაში მყოფი ადამიანი ყოველ წუთს აკრიტიკებს საკუთარ თავს. ამ ფრაზით ცეცხლს კიდევ უფრო გააღვივებთ. დეპრესია არ არის არჩევანი, ადამიანები დეპრესიაში საკუთარი ნებით არ ვარდებიან. მათ ურჩევნიათ თქვენგან გაიგონონ ფრაზა - მომენატრე, რით შემიძლია დაგეხმარო?
8. გამხიარულდი, დალიე და დაივიწყე ყველაფერი - ამით ვერაფერს მიაღწევთ, უმჯობესია უთხრათ, მინდა, შენთან დიდი დრო გავატარო. რას იტყვი ფინჯან ყავაზე და გულწრფელ საუბარზე?
9. შენ ხარ სევდიანი ნაგავი - უმჯობესია უთხრათ, არ მომწონს რომ სევდიანი ხარ. როგორღაც გადავჭრათ ეს პრობლემა.
10. შენ ძლიერი ხარ, ამ პრობლემას მოერევი - დეპრესია ადამიანს სუსტსა და უმწეოს ხდის. უბრალოდ უთხარით მას, გჯეროდეს შენი თავის, შენ მარტო არ ხარ, მე შენს გვერდით ვარ.
თემები: პრობლემები, ქალები, დეპრესია
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია