მშობლები

რა არის მენინგოკოკური ინფექცია და რა ასაკში უნდა ავცრათ ბავშვი

რა არის მენინგოკოკური ინფექცია და რა ასაკში უნდა ავცრათ ბავშვი

მწვავე ინფექციური დაავადება მენინგოკოკური ინფექციის სახელით აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს. დაავადების გამომწვევი Neisseria meningitides-ის ბაქტერიაა.

 დაავადება ყველა კონტინეტზეა გავრცელებული და ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, განსაკუთრებულად დააავადების პირველ დღეებში, როდესაც ავადმყოფს სიმპტომებიც არ გამოვლენია.

მენინგოკოკური ინფექცია ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ დიდი წილი მაინც 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის.;

აღნიშნული ინფექცია ელვისებურად ვითარდება და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ხშირად ლეტალურად მთავრდება.


სიმპტომები:

 ძლიერი შემცივნება

მაღალი ტემპერატურა 39-40 C-მდე

ავადმყოფი ფერმკრთალია

თავის ტკივილი

ღებინება

ტაქიკარდიას

ქოშინი

უმადობა

ძლიერი წყურვილი

ჰემორაგიული გამონაყარი (სისხლჩაქცევები)

სისხლჩაქცევები უმთავრესად ზედა და ქვედა კიდურებზე, დუნდულებსა და ბარძაყებზე წარმოიქმნება. დამძიმების შემთხვევაში სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე.

დაავადებას სეზონურობა ახასიათებს - ის ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე იჩენს თავს. თებერვლიდან-აპრილამდე პერიოდში.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტზე ვკითხულობთ, საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის საშუალოდ 20 შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული მენინგოკოკცემია?

მენინგოკოკცემიის და ზოგადად მენინგოკოური ინფექციის პროფილაქტიკაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენური რეჟიმის დაცვას ბავშვთა სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში.

სპეციფიური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ვაქცინა, რომელიც ჩვეულებრივ მენინგოკოკური ეპიდემიების დროს გამოიყენება. საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით, მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება, თუმცა ვაქცინა ქვეყანაში რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.

2 წლამდე ც ვაქცინა არაიმუნოგენურია. თუ ბავშვი 4 წლამდე იყო აცრილი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სისხლში ანტისხეულების რიცხვი მკვეთრად იკლებს, ამიტომ თუ დაავადების რისკი დიდია, ვაქცინაციიდან 1 წლის შემდეგ შეიძლება C ჯგუფის საწინაღმდეგო იმუნიზაციის ჩატარება.

თუ აცრა 5 წელზე უფროს ბავშვს ჩაუტარდა, განმეორებითი ვაქცინაცია (რევაქცინაცია) ტარდება 5 წლის შემდეგ. A ჯგუფის მენინგოკოკურ ვაქცინას კარგი იმუნური თვისებები აქვს მე-3 თვიდან. 18 თვემდე ასაკის ბავშვებს ეპიდემიური საშიშროებისას უკეთდებათ ვაქცინის 2 დოზა 3-თვიანი ინტერვალით.



მომზადებულია&nbsp;<a href="Mkurnali.ge">Mkurnali.ge</a>-ს და&nbsp;<a href="http://ncdc.ge/">http://ncdc.ge/</a>&nbsp;მასალების მიხედვით