Wizz Air-ის Cyber Monday: 25%-მდე ფასდაკლება დამატებით მომსახურებებზე
- 02.12.2025
ავიაკომპანია Wizz Air Cyber Monday-ს განსაკუთრებული შეთავაზებით აღნიშნავს: WIZZ აპლიკაციასა და wizzair.com-ზე ჯავშნისას, მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ 15%-მდე ფასდაკლება დამატებით მომსახურებებზე — იქნება ეს ადგილის არჩევა, ჩასაბარებელი ბარგის ყიდვა თუ WIZZ Priority-ის დამატება. დაჯავშნის დასრულების შემდეგ კი, ამავე მომსახურებებზე უკვე 25%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.
Cyber Monday ამ გამოცდილებას დამატებით ღირებულებას სძენს: როგორც კი მომხმარებელი იპოვის მისთვის სასურველ მიმართულებას, მას შეუძლია დააფიქსიროს ფასდაკლებული ტარიფი სულ რამდენიმე შეხებით.
თუ დიდი ხანი ფიქრობდით მეტი სივრცის მქონე ადგილის ან პრიორიტეტული სერვისის არჩევაზე, მაშინ ეს შესანიშნავი მომენტია, მიიღოთ გადაწყვეტილება.
ფასდაკლების გარდა, WIZZ აპლიკაცია მგზავრებს საშუალებას აძლევს, ციფრულად მართონ მოგზაურობის ყველა ეტაპი, სერვისების დამატებით დაწყებული, დეტალების გზაში შემოწმებით დამთავრებული, რაც ამარტივებს მოგზაურობას და მომხმარებლებს სრულად მობილურ გამოცდილებას სთავაზობს.
Cyber Monday-ის შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ დღეს და ვრცელდება მხოლოდ WIZZ აპლიკაციით ან wizzair.com-ზე შესრულებულ ჯავშნებზე.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-იაღიარეს, როგორც “ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია” 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია