
ადამიანების უმეტესობა საზგოდოებისგან დაწესებულ სტანდარტებს ფეხდაფეხ მიჰყვება, ეს უხილავი წესები განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს, საუბარს და გრძნობებსაც კი, რაც ხშირად ემოციურ ტრავმას იწვევს, რომელიც შენიღბულია, როგორც „სწორი საქმის კეთება“.
1. სოციალური შეხედულება
პატარა ასაკიდანვე ბევრს ასწავლიან, რომ სხვების პირველ ადგილზე დაყენება სიკეთის ნიშანია. ეს სოციალური შეხედულება ხელს უშლის საზღვრების დაწესებას და ემოციურ გადაწვას იწვევს - ადამიანები თავს ვალდებულად გრძნობენ, დააკმაყოფილონ სხვების საჭიროებები საკუთარი ემოციური კეთილდღეობის სანაცვლოდ.
2. „თუ არ იშრომებ, ჩამორჩები“
საზოგადოებრივი შეხედულება - „თუ არ იშრომებ, ჩამორჩები“, თვითშეფასებასა და პროდუქტიულობას შორის ზღვარს შლის, რაც დასვენების, თვითგამოხატვის ან ფსიქიკური კეთილდღეობისთვის მცირე ადგილს ტოვებს.
3. ბედნიერი ცხოვრების ეტაპები
წარმატებული კარიერა, ბედნიერი ქორწინება, სახლის შეძენა - ეს ყველაფერი ბედნიერი ცხოვრების ეტაპებია და თუ თქვენი ცხოვრება ამ საფეხურებს არ მიჰყვება, თავს წარუმატებლად იგრძნობთ, რაც ზედმეტ შფოთვას და შინაგან ღელვას გამოიწვევს.
4. გამოწვევებთან ვერგამკლავება
ბევრი კულტურა ემოციურ თავშეკავებას მისდევს, გამოწვევებთან ვერგამკლავება კი სისუსტედ ითვლება, ეს დამოკიდებულება კი ემოციურ მდგრადობაზე მეტად სოციალურ კონფორმიზმს უწყობს ხელს, რაც აბრკოლებთ ადამიანებს დახმარების ძიებისას, როდესაც ეს ნამდვილად სჭირდებათ.
5. ფსიქიკური ჯანმრთელობა
საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა ხშირად დანაშაულად აღიქმება - განსაკუთრებით ზემზრუნველი ქალებისთვის.
სამწუხაროდ საზოგადოების უმეტესობა ფიქრობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაპრიორიტება უფრო მეტად ფუფუნებაა, ვიდრე აუცილებელი, რაც ემოციურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას აფერხებს.
6. თავმდაბლობა
თავმდაბლობა შესაშური უნარია, თუმცა ბევრგან ადამიანის მიღწევებით სიამაყის გამოხატვა შეიძლება ამპარტავნებად ჩაითვალოს; ეს შეხედულება ასუსტებს თავდაჯერებულობას და ხელს უშლის ინდივიდუალური ბედნიერების აღნიშვნას.
7. სოციალური მედიის გავლენა
სოციალური მედია აძლიერებს სილამაზის, წარმატებისა და ცხოვრების წესის შესახებ ნორმებს. გარეგანი დადასტურების საჭიროებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითდაეჭვება, დაღლილობა ან უარყოფითად იმოქმედოს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე - საბოლოოდ კი მუდმივი დაძაბულობა და სოციალურ ფენაზე იმიჯის შექმნა, შორს არის ნამდვილი ბედნიერებისგან.
8. სიკეთის მიღების შიში
ბევრ ადამიანს უჭირს სიკეთის მიღება - იქნება ეს ვინმე, ვინც დახმარებას თუ უბრალო ზრუნვას სთავაზობს.
ხშირად არსებობს რეფლექსური დისკომფორტი, რომელიც დავალიანების განცდის შიშზეა დაფუძნებული; ეს ნორმა ძირს უთხრის ემოციურ კავშირს საზოგადოების წევრებთან და საკუთარ თავზე ზრუნვას მხოლოდ ერთი ადამიანის საქმედ აქცევს, რაც ნამდვილი მხარდაჭერის შანსს ბოლოს უღებს.
როგორ განვსაზღვროთ ბედნიერება საზოგადოებრივი სტანდარტების მიღმა?
შექმენით ბედნიერების პირადი განმარტება - განსაზღვრეთ, როგორ გამოიყურება თქვენთვის ბედნიერება და არა ის, თუ როგორ გეუბნებათ საზოგადოება, რომ უნდა იყოს. შეისწავლეთ ახალი მიზნები, რომლებიც დაფუძნებულია თვითგამოხატვასა და პიროვნულ ზრდაზე - და არა სხვების მოწონებაზე.
გათავისუფლდით არაჯანსაღი სოციალური მოლოდინებისგან. დაუპირისპირდით ტრადიციებსა და წესებს, რომლებიც არ შეესაბამება თქვენს ღირებულებებს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზნებს.
ივარჯიშეთ უარის თქმაში ახსნა-განმარტების გარეშე.
ეძიეთ მარტოობა დანაშაულის გრძნობის გარეშე.
გახსოვდეთ, თქვენ იმსახურებთ ცხოვრებას, რომელიც აგებულია საკუთარ ნება-სურვილზე და არა სოციალურ ზეწოლაზე.
თემები: აზროვნება, საზოგადოება
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია