ოქროსფერი თავგადასავალები აქ იწყება - გაატარე შემოდგომა Wizz Air-თან ერთად
- 30.09.2025

ოქროსფერი ფოთლები, სუფთა ჰაერი და მოგზაურობის სურვილი - შემოდგომა საუკეთესო დროა ყოველდღიურობისგან დასასვენებლად და ახალი ადგილების აღმოსაჩენად. იქნება ეს მყუდრო კაფეებში გატარებული საათები, მოკირწყლულ ქუჩებში დაუსრულებელი ხეტიალი თუ მზიანი სამხრეთის ბოლო სხივების გამოჭერა, Wizz Air მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს და ქუთაისიდან პირდაპირი რეისებით ევროპული თავგადასავლებისკენ მიგვიძღვება.
„შემოდგომის შაბათ-კვირა სწორედ განტვირთვისთვისაა შექმნილი - ახალი გარემო, გემრიელი კერძები თუ სიარული უცნობ ქუჩებში“ – ამბობს სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი. – „Wizz Air-ის ხელმისაწვდომი ფასები და მიმართულებების ფართო არჩევანი მოგზაურებს საშუალებას აძლევს სპონტანურად დაგეგმონ განსაკუთრებული, თუმცა ბიუჯეტური დასვენება. რასაც არ უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას, ძველ ქალაქებსა თუ ოქროსფერ სანაპიროებს, ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ევროპული შემოდგომის საუკეთესო მიმართულებებთან ვაკავშირებთ.“
Wizz Air-ის საუკეთესო შემოდგომის მიმართულებები საქართველოდან
ლარნაკა იდეალურია მათთვის, ვისაც ზაფხულის გახანგრძლივება სურს -კვიპროსის ზღვა ოქტომბერშიც საკმარისად თბილი და ბანაობისთვის სასიამოვნოა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შემოდგომის საღამოები მშვიდი და რომანტიკულია. აქაურ ტავერნებში ყოველთვის გელოდებათ ახალი ზღვის პროდუქტები და მრავალფეროვანი მენიუები.
ხოლო როდესაც სანაპიროზე გულს იჯერებთ, შეგიძლიათ უძველესი ნანგრევების, ტრადიციული სოფლებისა თუ კუნძულის ღვინის მარშრუტების აღმოჩენა დაიწყოთ. ეს ყოველივე კი, უფრო სასიამოვნო სწორედ შემოდგომაზეა, მშვიდ გარემოში, ხმაურიანი ტურისტული სეზონის გარეშე.
შემოდგომა ბარსელონაში ნიშნავს ნაკლებ ტურისტს, უფრო თბილ ფერებსა და იდეალურ ამინდს ქალაქის მოსანახულებლად. შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ გოტიკურ კვარტალში, აღმოაჩინოთ გაუდის ფერადი არქიტექტურა და დატკბეთ მზის ჩასვლით ბარსელონეტას სანაპიროზე. საღამოობით კი, დრო სახურავებზე მოწყობილ ტერასებზე გაატაროთ, დააგემოვნოთ არომატული სანგრია, მიირთვათ ტრადიციული პაელა, უსმინოთ ცოცხალ მუსიკას და ჩაიძიროთ ესპანური შემოდგომის ხიბლში. თანაც, ბარსელონა ხომ ნოემბრის ბოლომდე გვთავაზობს თბილ ამინდებსა და საუკეთესო განწყობას.
შემოდგომის პრაღა უბრალოდ გასაოცარია - მშვიდი, ისტორიული ქუჩები, ვლტავას სანაპიროზე მიმობნეული ოქროსფერი ფოთლები, უძველესი ხიდები და შემოდგომის მზე ქალაქს განსაკუთრებით მიმზიდველობას სძენს. ქალაქი სავსეა მუზეუმებით, გალერეებითა და თეატრებით, რომლებიც ახალ სიცოცხლეს სწორედ შემოდგომაზე იწყებენ. ძველი ქალაქის ქუჩებში დაუსრულებელი სეირნობა კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენ რომელიმე ფილმის მთავარი გმირი ხართ. პრაღა იდეალური დანიშნულებაა მათთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს ნამდვილი ევროპული მომხიბვლელობა.
ხოლო, თუ ის ადამიანი ხართ, ვინც ბოლო წამს ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და მოგზაურობის ყველა დეტალს რამდენიმე თვით ადრე გეგმავს, მაშინ ახლა საუკეთესო დროა მოსამზადებლად - Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. ახალი მარშრუტი 2025 წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ვენეცია თავისი განუმეორებელი არხებით, გონდოლებითა და უნიკალური არქიტექტურით დაუვიწყარ რომანტიკას გპირდებათ. ქალაქში სეირნობა პატარა ხიდებზე, საღამო გემრიელ იტალიურ ტრატორიაში და სან მარკოს მოედანზე მზის ჩასვლის ხილვა ვენეციაში მოგზაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
შემოდგომა მოგზაურობისთვის განსაკუთრებულად ჯადოსნური სეზონია - ფერად, რომანტიკულ და მისტიკურ გარემოში ახალ თავგადასავლებს სულ სხვაგვარი ელფერი აქვს. ახლა საუკეთესო დროა, აირჩიოთ თქვენი ქალაქი და შემოდგომა დაუვიწყარ მოგონებებად აქციოთ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია