LIFE

როგორ იცვლება ქალი ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ: ფსიქოლოგების 6 დაკვირვება

როგორ იცვლება ქალი ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ: ფსიქოლოგების 6 დაკვირვება

საინტერესოა, როგორ იცვლება ქალი ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ და უარყოფითად მოქმედებს თუ არა პარტნიორის არყოლა მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე.

პარტნიორული ურთიერთობები კი ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სქესისა და ასაკის მიუხედავად.

ახალგაზრდული სითავხედე და ფლირტით გატაცება

ფიზიოლოგიურად, 30 წლამდე ასაკის ქალებისთვის მარტოობა გაცილებით ადვილია. ამ ასაკში სხვა სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორიცაა: განათლება, კარიერა, ერთდროულად ყველგან ყოფნის სურვილი და, საბოლოო ჯამში, თავისუფლება.

30 წლამდე ფიზიოლოგიურად, ჰორმონალური ბალანსის წყალობით გოგონები ჯერ კიდევ არ ისწრაფვიან ინტიმური ურთერთობისკენ. მათი ახალგაზრდული სითავხედე და ხალასი ბუნება ხშირად ფლირტით უფრო კმაყოფილდება, ვიდრე სერიოზული ურთიერთობით.



30 წლის შემდეგ კი, ფიზიოლოგიური ფაქტორები წინა პლანზე გადმოდის და გოგონა სერიოზულად იწყებს ფიქრს ოჯახსა და შვილებზე.

წარსული რომანტიკული გამოცდილება

მარტოობის მართვაში ქალების განსხვავება გამომდინარეობს მათი ახალგაზრდობის გამოცდილებიდან და 30 წლამდე რომანტიკული ურთიერთობებიდან.

თუ ხშირი პაემნები და ფლირტის წყურვილი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებამდე მიგვიყვანს, მაშინ 30 წლის ასაკში ქალი, სავარაუდოდ, უკვე ღრმა, ერთგულ ურთიერთობაშია, რომელსაც შეიძლება ოჯახი ვუწოდოთ.

რომანტიკული გამოცდილების მქონე ქალი უკვე ხვდება, რა სურს ურთიერთობისგან და, შესაბამისად, არ მოიხიბლება პირველივე შემხვედრი ადამიანით.

სექსუალური თავშეკავება

სექსუალური თავშეკავების ხანგრძლივ პერიოდს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალის ჯანმრთელობაზე. ფიზიოლოგიურ დეტალებში ჩაუღრმავებლადაც კი, აღსანიშნავია, რომ პარტნიორული ურთიერთობის არქონა პირდაპირ გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქალებს მამაკაცებზე მეტად სჭირდებათ ენერგიული სექსუალური ცხოვრება, რადგან ეს უზრუნველყოფს მათი მთელი ჰორმონალური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას, ამ სისტემაში დარღვევები კი იწვევს უარყოფით შედეგებს, როგორც ფიზიოლოგიურს, ასევე ფსიქოლოგიურს.

ხანგრძლივი მარტოობა და შინაგანი გაღიზიანება

რაც უფრო ხანგრძლივია მარტოობა, მით უფრო რთულია ყველაზე უმნიშვნელო ოჯახური უთანხმოებების ატანა; ნებისმიერ ადამიანთან ცხოვრება ტვირთად იქცევა და იმდენად, რომ სახლში დაძინებაც კი, სადაც სხვა ადამიანი სუნთქავს, გამოიწვევს შინაგან გაღიზიანებას, რომელიც თანდათან კონფლიქტში გადაიზრდება.

ლიდერობა და დამოუკიდებლობა

ქალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაურბის ურთიერთობებს, შეიძლება იყოს შესანიშნავი ლიდერი და იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელი, რომ დაივიწყოს, როგორ მიიღოს ნებისმიერი დახმარება ან მზრუნველობა სხვებისგან - როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.

„ერთადერთის“ ლოდინი და არაჯანსაღი ურთიერთობის ხაფანგში გაბმა

ზოგჯერ, ქალი, რომელიც ძალიან ბევრ დროს ხარჯავს „ერთადერთის“ ძიებაში, საბოლოოდ იღლება და ხშირად არაჯანსაღი ურთიერთობის ხაფანგში ვარდება - ემოციური დაღლილობის გამო, შეიძლება უბრალოდ ვერ შეამჩნიოს, რომ გულში ნაკლებად პოზიტიური ადამიანი შეუშვა.

უნდა შეისვენოთ და გაარკვიოთ, რა გსურთ ურთიერთობისა და პოტენციური პარტნიორისგან. წარსული შეცდომების თავიდან აცილებით, შეგიძლიათ ახალ, ჯანსაღ ურთიერთობებში შეხვიდეთ და ბედნიერება იპოვოთ — ზუსტად მაშინ, როცა ეს გსურთ.