სტილი

ეს ხრიკები იტალიელ ქალებს მსოფლიოში ყველაზე სასურველებად აქცევს – როგორ გავიმეოროთ მათი სტილი?

ეს ხრიკები იტალიელ ქალებს მსოფლიოში ყველაზე სასურველებად აქცევს – როგორ გავიმეოროთ მათი სტილი?

იტალიური სტილის საიდუმლო ხშირად დეტალებში იმალება. ადგილობრივმა მოდის მიმდევრებმა იციან, როგორ გააცოცხლონ ყველაზე უბრალო ლუქიც კი სწორი აქცენტებით. Trend.ge გიამბობთ, კონკრეტულად რა ხრიკებს მიმართავენ ისინი და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება.

შინაგანი სინათლე და ქარიზმა

იტალიელ ქალებს ხშირად უწოდებენ მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველებს – და ეს არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ იმ განსაკუთრებული შინაგანი ენერგიის გამო, რომელიც მათ ჟესტებში, საუბრის მანერასა და ცხოვრების სიყვარულში იგრძნობა. იტალიაში სილამაზე არასოდეს არსებობს ხასიათისგან განცალკევებით: აქ აფასებენ მთლიან შთაბეჭდილებას, სადაც თავდაჯერებულობა, მოვლილობა და ღირსების გრძნობა ჰარმონიულ სახეს ქმნის.



მათი სამოსი იშვიათად არის გამომწვევი, თუმცა ყოველთვის მეტყველია. ფორმულა მარტივია: ჯინსი ან ბაზისური შარვალი, ერთფეროვანი ტრიკოტაჟი ან კაშმირი. თუმცა, ასეთ "ბანალურ" აუტფიტშიც კი თვალი აუცილებლად რაიმე განსაკუთრებულს დაიჭერს – იქნება ეს საყურის ბზინვარება, მასიური ბეჭედი თუ სამაჯურის ნაზი წკრიალი.

აქსესუარი, როგორც ისტორია

დიზაინერების თქმით, იტალიელებისთვის სამკაული მხოლოდ დეკორაცია არ არის – ეს ისტორია და მეხსიერებაა. ხშირად ეს ნივთები თაობიდან თაობას გადაეცემა: მედალიონები, კულონები ან ბეჭდები, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული.
„ბევრ იტალიელს აქვს სამკაულების ნაკრები, რომელსაც თითქმის არასოდეს იხსნის: საქორწინო ბეჭედი, თხელი ჯაჭვი ინიციალებით ან მარჯნის თილისმა, რომელიც „ავი თვალისგან“ დამცველად ითვლება.“

ემოცია წესების ნაცვლად

იტალიური სტილი არ ემორჩილება მკაცრ კანონებს. აქ თავისუფლად ნახავთ ოქროსა და ვერცხლის, მარგალიტისა და მარჯნის, ვინტაჟისა და თანამედროვე ფორმების ნაზავს. მთავარი ღირებულება არა წესებთან შესაბამისობა, არამედ ემოციაა. ვენეციური მურანოს შუშა თუ სიცილიური კერამიკა – ყოველი ნივთი მოგზაურობისა და ბედნიერი მომენტების სიმბოლოა.

3 ბაზისური ელემენტიიტალიური ეფექტისთვის

ექსპერტები გამოყოფენ სამ მთავარ აქსესუარს, რომელიც ქმნის დახვეწილ, მაგრამ არა „გადატვირთულ“ იმიჯს:

  1. საყურე-ჯაჭვები: მათ ატარებს ყველა – სტუდენტიდან დაწყებული, ელეგანტური სინიორებით დამთავრებული. ისინი ვიზუალურად აგრძელებენ სილუეტს, არბილებენ ნაკვთებს და სახეს დინამიკას მატებენ.

  2. მედალიონი ან თილისმა: იტალიაში ამას „ცხოვრების ჯაჭვებს“ (catene della vita) უწოდებენ. ეს არის პერსონალური სიმბოლო, რომელიც მფლობელს საკუთარ ღირებულებებსა და იღბალზე აგონებს.

  3. სამაჯურები: იტალიურ კულტურაში ჟესტიკულაციას დიდი როლი აქვს, ამიტომ სამაჯურები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თხელი ჯაჭვი ან ერთი მკვეთრი, ხასიათის მქონე ნივთი.

მთავარი რჩევა: ატარეთ სამკაული ცხოვრებისთვის და არა განსაკუთრებული შემთხვევისთვის

იტალიური მიდგომის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამკაული ხდება ქალის ტემპერამენტის გაგრძელება.


ნუ შეგეშინდებათ შეუხამებლის შეხამების, ფენების შექმნისა და ფორმებით თამაშის. იტალიელები სამკაულებს არ ყოფენყოველდღიურადდაგამოსასვლელად“. საყვარელი საყურე თანაბრად რელევანტურია მაღაზიაში პურზე ჩასვლისას და სავახშმოდ რესტორანში. განსაკუთრებული შემთხვევა თავად ცხოვრებაა, რომელიც აქ და ახლა ხდება.