ჯანმრთელობა

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

იაპონელი ქალბატონების უმეტესობას ჭარბი წონა არასოდეს აწუხებთ. თუ მათ ჰკითხავთ, როგორ მოიქცეთ იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში იყოთ და ამასთანავე თავს ენერგიულად და ჯანმრთელად გრძნობდეთ, გეტყვიან რომ უბრალოდ, რეგულარულად მიიღოთ ცხელი აბაზანა.

არასწორ ვარჯიშსა და კვებას საბოლოო ჯამში, წონის პრობლემებამდე მივყავართ.

იაპონელი ქალბატონები გვიმხელენ საიდუმლოს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯანმრთელები, ენერგიულები ვიყოთ და ამასთან, არ გვქონდეს წონის პრობლემა.

1. თუ თქვენ სუმოს მოჭიდავეების მსგავსად ივარჯიშებთ, აუცილებლად მათ დაემსგავსებით - სუმოს მოჭიდავეები არ მიირთმევენ საუზმეს. დილას ისინი იწყებენ ფიზიკური ვარჯიშით, რის შემდეგაც ჭამენ ძალიან ბევრს. ამის შემდეგ კი მიდიან დასაძინებლად. შემდეგ იღვიძებენ და ამ რუტინას კვლავ იმეორებენ. თუ თქვენ სუმოს მოჭიდავე არ ხართ, ასე არ უნდა მოიქცეთ. ეს არასწორი მიდგომაა და წონაში მატებას გამოიწვევს. ვარჯიშის შემდეგ თუ ძალიან მოგშივდათ, ეს იმის ნიშანია რომ გადააჭარბეთ.

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

2. სხეულის სითბო და ენერგია - საკვები ენერგიის წყაროა. ბოსტნეული და ხილი ეხმარება ადამიანს, რომ ზაფხულის სიცხეს მარტივად შეეჩვიოს, ზამთრის საკვები შეიცავს უფრო მეტ კალორიას. რომლის საშუალებითაც თქვენს სხეულს შეუძლია შეინარჩუნოს სითბო ცივ ამინდში. იაპონელი ქალბატონები გვირჩევენ, მივირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები, რადგანაც მათი საშუალებით სხეულს სითბო და ენერგია შეუნარჩუნდება.

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

3. ჭამის დროს არანაირი სასმელი არ დალიოთ - იაპონელები ჭამის დროს არაფერს სვამენ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს იწვევს სხეულის გაგრილებას და მეორე, ეს არის ცუდი საჭმლის მონელებისთვის. დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუკი საჭმლის მომნელებელ ორგანოებს პრობლემა არ აქვთ, თქვენ წონაში არასოდეს მოიმატებთ.

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

4. ცხელი აბაზანა სიცოცხლის ხანგრძლივობის წინაპირობაა - ეს იაპონელი ქალბატონების მთავარი საიდუმლოა. ისინი ამბობენ, რომ ცხელი აბაზანის მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მისი მიღების შემდეგ თავს გრძნობთ მშვიდად, კუნთები არის მოდუნებული და სისხლის მიმოქცევა დარეგულირებული. მიიღეთ აბაზანა კვირაში ორჯერ. ეს დაგეხმარებათ, რომ კანი პრიალა იყოს, ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას.

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ ჭარბწონიანობამ, იყოთ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე - იაპონელი ქალბატონების გამხელილი საიდუმლო

ადამიანები წონასთან ბრძოლისას შეჩვეულები არიან ენერგიის დაკარგვას, შემდეგ კი ენერგიის აღსადგენად უწევთ ბრძოლა. ზემოთ ჩამოთვლილი აღმოსავლური რჩევები, შესაძლოა, არასერიოზულად მოგეჩვენოთ, თუმცა შეხედეთ იაპონელებს - ისინი მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებიან, იშვიათად აწუხებთ წონის პრობლემა და სიცოცხლის ხანგრძლივობით ლიდერობენ.