LIFE

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

ქორწინება ზოგჯერ წინასწარვე განწირულია განქორწინებისთვის. გთავაზობთ 10 ნიშანს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც წყვილის განშორების შანსი დიდია:

1. პატარძალი ქორწილის წინ განსაკუთრებით ნერვიულობს - იმ შემთხვევაში, თუ პატარძალი ქორწილამდე ნერვიულობისგან კანკალებს დიდია განქორწინების შანსი. თუკი მცირეოდენი ეჭვი მაინც გაქვთ, რომ სწორ გადაწყვეტილებას არ იღებთ, ნუ შექმნით ოჯახს, თორემ ეს დიდ და უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს თანაცხოვრებაზე და განქორწინების შანსს გაზრდის.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

2. წყვილი ქორწინდება ადრეულ ასაკში, ან 32 წლის შემდეგ - რა თქმა უნდა, დაქორწინება ადრეულ ასაკში არ არის საუკეთესო არჩევანი. ფსიქოთერაპევტი და ურთიერთობების ექსპერტი, რეიჩელ სასმენი ამბობს, რომ მასთან კონსულტაციებზე ძირითადად ადრეულ ასაკში დაქორწინებული წყვილები მიდიან. ასევე, ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაქორწინება 32 წლის ასაკში, ან უფრო ზემოთ 5%-ით ზრდის განშორების საფრთხეს. ამ დროს ადამიანი დამოუკიდებელი და შემდგარი პიროვნებაა. თუ ვინმე ამ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეგიზღუდავთ, რთულია ურთიერთობის შენარჩუნება.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

3. როცა მშობლებს გოგონები ჰყავთ - როცა მშობლებს გოგონები ჰყავთ, ეს სამწუხაროდ, ზრდის განქორწინების შანსს. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტენ მამენი ამბობს, რომ მშობლებს, რომლებსაც ვაჟები ჰყავთ, ნაკლები საფრთხე ემუქრებათ განქორწინების. „ვფიქრობთ, რომ მამები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ოჯახში, როცა მათ ჰყავთ ვაჟები, უფრო უფრთხილდებიან ოჯახურ ცხოვრებას“, - ამბობს ურთიერთობების მკვლევარი სტეფანი ქუნთზი.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

4. როცა წყვილის მშობლებიც განქორწინებულები არიან - თუ თქვენი მშობლები განქორწინებულები არიან, მინიმუმ 40%-ია იმის შანსი, რომ თქვენც განქორწინდებით.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

5. მშობლები, რომლებსაც ჰყავთ რთული ბავშვი, ჰიპერაქტიური - 23%-ია შანსი განქორწინების.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

6. ვალები - ფულის ნაკლებობა ოჯახში კონფლიქტებსა და სტრესს იწვევს. წყვილების ბედნიერება დიდწილად მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. როცა ისინი ვერ იხდიან გადასახადებს, არ აქვთ საკმარისი ფული, იღებენ ვალებს - ჩნდება პრობლემები. ბიუჯეტი ოჯახური ცხოვრების ერთგვარი გასაღებია.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

7. ერთი პარტნიორი თამბაქოს მომხმარებელია და მეორე არა - ამ შემთხვევაში განშორების შანსი ძალიან მაღალია - 91%. განსხვავებული ღირებულებები და ცხოვრების წესი პრობლემებს აჩენს.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

8. თუ პირველი ბავშვი დაიბადა ქორწინებიდან რვა თვეში, ან უფრო ადრე - წყვილი ზოგჯერ იმის გამო ქორწინდება, რომ ქალი ფეხმძიმედაა. იძულებითი ქორწინება დიდხანს ვერ გასტანს.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

9. ცოლი გამოიმუშავებს უფრო მეტ ფულს, ვიდრე ქმარი - ცოლ-ქმარი, დაახლოებით ერთნაირი შემოსავლით უფრო მეტად არიან დაცულები განქორწინებისგან. ასევე მაშინაც, როცა ცოლი უფრო ნაკლებ თანხას გამოიმუშავებს. ამერიკაში ქორწინების 60%, სადაც ქალს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, განქორწინებით სრულდება.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ

10. როცა ქალი უფროსია მამაკაცზე - სამწუხაროდ, თუ ქალი უფროსია მამაკაცზე, ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ეწყობიან ერთმანეთს. განსხვავდება შეხედულებები და ღირებულებები, სწორედ ამიტომ, ასეთი ქორწინების 53% განქორწინებით სრულდება.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ განქორწინება გემუქრებათ



<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>