თუ მამაკაცთან დაახლოებისას ამჩნევთ, რომ მისთვის დედის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი, თუ უფრო მეტ დროს ატარებს მასთან, ვიდრე თქვენთან, ცხადია, ეს რთული გამოწვევაა.
TREND გიზიარებთ ნიშნებს იმის შესახებ, რომ მამაკაცი ზედმეტად არის მიჯაჭვული დედაზე.
დედის წესებით ცხოვრობს
ის უკვე ბავშვი აღარ არის, მაგრამ მაინც ანგარიშს უწევს დედის გადაწყვეტილებებს, თითქოს მისი თანხმობის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია, ეს არის ძლიერი ემოციური დამოკიდებულება დედისადმი.
თუ ის ყოველ შესაძლებლობაზე დედას აზრს ეკითხება ან ითვალისწინებს, ეს არ არის პატივისცემა; ეს საკუთარი აზრით ცხოვრების უუნარობაა.
კონკურენციას უწევს დედის სიყვარულს
ოჯახებში, სადაც საზღვრები ადრეულ ასაკში არ არის დადგენილი, ზრდასრული ბავშვები შეიძლება მაინც კონკურენციას უწევდნენ დედის ყურადღებისთვის და-ძმებს, ან მამას, თუ ის ერთადერთი შვილია. ფსიქოლოგები ამას ფსიქოლოგიურ ინცესტს უწოდებენ - როდესაც ოჯახური როლები შეცვლილია.
ყველაფერს დედასთან განიხილავს
პარტნიორი ყველა საკითხს დედასთან განიხილავს, მათ შრის თქვენს სექსუალურ ცხოვრებასაც კი. იჩხუბეთ? დედამისმა იცის; შვილების გაჩენას გეგმავთ? ამასაც დედას უთანხმებს; ეს ნიშნავს, რომ არ გაქვთ პარტნიორთან დაცული პირადი სივრცე.

ყოველთვის სჭირდება კომპლიმენტი დედისგან
მაშინაც კი, თუ ის ბედნიერია თავისი წარმატებით, მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც დედამისისგან მიიღებს კომპლიმენტს.
დაწინაურება, ქორწილი, ბავშვისთვის სახელის არჩევა - ყველაფერს „დედის ბეჭედი“ უნდა ჰქონდეს.
მისი გრძნობები თქვენს მიმართ შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ ის თქვენთან კი არა - თქვენსა და დედამისს შორის იცხოვრებს.
არასოდეს შეუძლია უარი უთხრას დედას
შეთანხმდით, რომ შაბათ-კვირას ერთად წახვიდოდით ქალაქგარეთ, შემდეგ კი მოულოდნელად დედამ დახმარება სთხოვა რემონტისთვის.
ამ დროს „თქვენს ინტერესებსა“ და „დედის გრძნობებს“ შორის ნებისმიერ არჩევანში დედა იმარჯვებს. რადგან მისთვის „არას“ თქმა ღალატი და „ცუდი შვილის“ ყოლაა.
გარკვეულ მომენტში, თქვენ მოგიწევთ საკუთარ თავს დაუსვათ მთავარი კითხვა: მზად ვარ ვიყო ურთიერთობაში, სადაც ვიღაც ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე?

შეგიძლიათ სცადოთ საზღვრების დაწესება, გრძნობებზე საუბარი, ცვლილებების იმედი - და ზოგჯერ ეს მართლაც მუშაობს, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: შეუძლებელია ზრდასრული ადამიანის „ხელახალი აღზრდა“ თუ თავად არ სურს ეს.
დაფიქრდით, გსურთ თუ არა ასეთ ურთიერთობაში ყოფნა და მზად ხართ თუ არა, რომ თავი დათმოთ სხვისი ემოციური უმწიფრობის სანაცვლოდ. რადგან სიყვარული ორი ზრდასრული ადამიანის კავშირია, რომლებსაც ერთმანეთისთვის საკმარისი დრო და ემოცია აქვთ.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია