სტილი

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

VOGUE-ის მოდის სიახლეებში ქართველ დიზაინერებზე წერენ და ამბობენ, რომ Victoria’s Secret-ის ანგელოზების ფავორიტ დიზაინერებს შორის, ქართველი დიზაინერები არიან! 

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ვიქტორიას ერთ-ერთი ანგელოზი, რომი სტრიჯდი, გასულ კვირას, Moschino-სა და Philosophy di Lorenzo Serafini-ს ჩვენებაზე წითელი ტყავის კომბინიზონში გამოცხადდა. რომი სტრიჯიდის ეს ჩაცმულობა უმა თურმანის ჩაცმულობას ჰგავდა ფილმიდან Kill Bill/მოკალი ბილი და ეკუთვნოდა ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კოლექციას. მოდელმა თავისი Kill Bill-ის პროფესიონალი მკვლელის მსგავსი ჩაცმულობა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გაამრავალფეროვნა! 

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

Vogue-ის თქმით კავკასიის ქვეყნების მოდამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და საკმაოდ განვითარდა. გასულ წელს, დოუზენ კროესი, წითელ ხალიჩაზე, თამუნა ინგოროყვას შავი შარვალ-კომბინიზონით წარსდგა! კროესი ხშირად გვევლინება თამუნა ინგოროყვას კაბებში. ვარაუდობენ, რომ რომი სტრიჯიდიმ თამუნა ინგოროყვა სწორედ კროესის შემდეგ აღმოაჩინა.

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკელმა მოდელმა, ბელა ჰადიდმა გაზარდა საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის, პრესტიჟი მოდის სამყაროში, რადგან, პირველად, პარიზში ქართული ლეიბლის Situationist-ის სამოსში სწორედ იგი გამოჩნდა. ლეიბლი Situationist დიზაინერებმა - ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს და როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდ პოპულარობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც მიაღწიეს. 

VOGUE ქართველი დიზაინერების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო, მსოფლიო მოდის რუკაზე უფრო და უფრო სწრაფად იმკვიდრებს ადგილს. მოდის სხვადასხვა ქვეყნის კვირეულზე, საერთაშორისო ქუჩის სტილზე, ისეთი მოდელების გამოჩენა ქართველი დიზაინერის სამოსში, როგორიც რომი სტრიდიჯია, ისევე, როგორც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ქართველი დიზაინერისთვისაც დიდი წარმატებაა. 



vogue.com