LIFE

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

ჰოლივუდი არის ადგილი, სადაც მსახიობებსა და მომღერლებს შორის პირველობისა და სუპერპოპულარობისთვის გაუთავებელი „ომი“ მიმდინარეობს. ამის გამო ურთიერთობა რთულდება და მეგობრობასაც დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა ურთიერთობამ დროს გაუძლო.

გთავაზობთ ჰოლივუდელ მეგობრებს, რომელთა კავშირიც ურყევია:

1. ჯასტინ თიმბერლეიკი და რაიან გოსლინგი - ეს ორი ჰოლივუდელი ვარსკვლავი ერთმანეთს 20 წელზე მეტია იცნობს. მათ ერთმანეთი 1990 წელს, პოპულარულ შოუ„მიკი მაუსის კლუბში“ გაიცნეს. გოსლინგი გარკვეული დროით თიმბერლეიკთან ცხოვრობდა კიდეც.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

2. ლივ ტაილერი და ქეით ჰადსონი - ქეითი და ლივი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ისინი განსაკუთრებით დამეგობრდნენ 2000 წელს, მას შემდეგ, რაც ერთად ითამაშეს ფილმში - Dr. T and the Women. ლივ ტაილერი ქეითის უფროსი შვილის ნათლიაც გახლავთ.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

3. კარა დელევინი და რიანა - პოპ დივა რიანა და სუპერმოდელი კარა დელევინი რამდენიმე წლის წინ გახდნენ საუკეთესო მეგობრები. გოგონები ერთად ატარებენ დროს წვეულებებზე, სხვადასხვა ივენთებსა და მოდურ ჩვენებებზე.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

4. ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაიერი - მათ ერთმანეთი 25 წლის წინ გაიცნეს. ორივე ერთად მიდიოდა სინჯებზე. „როცა ტობის შევხვდი, ვიგრძენი რომ მასთან მეგობრობა მსურდა“, - ამბობს ლეო.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

5. კირა ნაითლი და სიენა მილერი - ეს ორი ნიჭიერი ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთმანეთს ფილმ The Edge of Love-ისგადაღებისასშეხვდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მათი მეგობრობა. ისინი დიდ დროს ატარებენ ერთად. სიენა ამბობს რომ კირა ყველაზე ლამაზი ქალია მსოფლიოში.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

6. მელ გიბსონი და რობერტ დაუნი უმცროსი - მსახიობებმა ერთმანეთი 1990 წელს ფილმ Air America -ს აგადღებისას გაიცნეს. ისინი მძიმე წუთებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

7. კიმ კარდაშიანი და ნიკოლ რიჩი - ნიკოლი ლეგენდარული მომღერლის, ლაიონელ რიჩის შვილია. კიმი კი, რეალითი შოუების ვარსკვლავი. ისინი 12 წლის ასაკში დამეგობრდნენ და მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები არიან.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

8. დემი ლოვატო და სელენა გომესი - სელენამ და დემიმ ერთმანეთი 7 წლის ასაკში გაიცნეს. ისინი მონაწილეობდნენ შოუში „ბარნი და მეგობრები“. მათჰქონდათ მცირე გაუგებრობა. თუმცა შერიგების შემდეგ, ამბობენ, რომ მათი კავშირი მტკიცეა ისე, როგორც არასდროს.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

9. რობერტ პატინსონი და ტომ სტარიჯი - ტომი და რობი სკოლის პერიოდიდან მეგობრობენ. ამბობდნენ, რომ ბიჭებსა და კრისტენ სტიუარტს შორის სასიყვარულო სამკუთხედი შეიკრა და ბიჭების მეგობრობა დაანგრია. თუმცა ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა. რობერტსა და ტომს პაპარაცები ხშირად აფიქსირებენ ერთად.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

10. სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი - ფილმში The Proposal ვარსკვლავების ერთად თამაშის შემდეგ ფანები იმედოვნებდნენ, რომ მათ შორის სასიყვარულო კავშირი რეალურ ცხოვრებაშიც გაჩნდებოდა. სელებრითები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. სანდრა რაიანის გვერდით ხშირად ჩნდება ფილმის პრემიერებზე და მხარს უჭერს მეგობარს.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო

11. ჯენიფერ ანისტონი და კორტნი კოქსი - კორტნისა და ჯენის მეგობრობა ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ძლიერ კავშირად მიიჩნევა. გოგონები ერთმანეთს სუპერპოპულარულსერიალ „მეგობრების“ გადაღებისას, 1994 წელსშეხვდნენ და რეალურ ცხოვრებაშიც საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

ჰოლივუდელი მეგობრები - 11 მაგალითი ვარსკვლავების მეგობრობის, რომელმაც დროს გაუძლო



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>