ძაღლების პატრონები უფრო სექსუალურები და მიმზიდველები არიან, ვიდრე კატების - მკვლევარების უჩვეულო დასკვნა
- 01.03.2017
ადამიანები, რომლებიც ძაღლების მეპატრონეები არიან, უფრო მიმზიდველად და სექსუალურად გამოიყურებიან, ვიდრე კატების - ამის შესახებ ახალი, ბრიტანული კვლევის დასკვნაშია ნათქვამი.
კვლევაში მონაწილეობა 1000-მა მარტოხელამ მიიღო. აღმოჩნდა, რომ მათგან 63% ძაღლის მეპატრონე და ისინი მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, კატების მფლობელ 18%-თან შედარებით.
დანარჩენ 19%-ს კი, არც ძაღლი და არც კატა ჰყავდა. მათზე მკვლევარები წერენ, რომ საერთოდ არ არიან მიმზიდველები.
კვლევის თანახმად, ადამიანს, რომელსაც სახლში კატა, ან ძაღლი ჰყავს, სურს რომ იყოს შეყვარებული. ის სიყვარულს ეძებს.
ცხოველთა მფლობელების 72%ამბობს, რომ მათი სხვა ადამიანთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოექცევა ის მისთვის საყვარელ ცხოველს.
„მარტოხელები თვლიან, რომ ეგოისტებს ძაღლის მოვლა არ შეუძლიათ. ცხოველების გაზრდა, გასაკუთრებით აქტიური ცხოველების, როგორიცაა ძაღლი, მოითხოვს ერთგულებასა და თავდადებას“, - ამბობს ფსიქოლოგი სელმა მარინი.
მისივე თქმით, მარტოხელებს, რომლებსაც ჰყავთ ცხოველები საზოგადოებაში აღიქვამენ კეთილებად და მეგობრულებად და თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობისთვის.
თემები: რჩევები ქალებს, ცნობილი ადამიანები, ქალები, რჩევები
<a href="https://uk.news.yahoo.com">https://uk.news.yahoo.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია