LIFE

მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანის დედა გაიტაცეს - გამტაცებლები 6 მილიონს ითხოვენ, სახლში კი სისხლის კვალია 

მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანის დედა გაიტაცეს - გამტაცებლები 6 მილიონს ითხოვენ, სახლში კი სისხლის კვალია 

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია NBC-ის პოპულარული გადაცემის, „Today Show“-ს ვარსკვლავის, სავანა გათრის ოჯახური ტრაგედია. მილიონობით ადამიანის საყვარელი ტელეწამყვანი უმძიმესი ფაქტის წინაშე დადგა - მისი 84 წლის დედა, ნენსი გათრი, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

გატაცება და სისხლის კვალი

შემზარავი ამბავი არიზონას შტატში მოხდა. მას შემდეგ, რაც მოხუცი ქალი ეკლესიაში არ გამოჩნდა, ოჯახის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ნენსის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებს მძიმე სურათი დახვდათ: კარი ძალადობრივადაა გაღებული, იატაკზე კი სისხლის კვალია ნაპოვნი, რაც მიუთითებს, რომ გატაცება მშვიდობიანად არ მომხდარა.

მილიონიანი გამოსასყიდი

გამტაცებლებმა ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს და დედის გათავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიონი დოლარი მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადაცემის ბოლო ვადა უკვე ამოიწურა, ოჯახს ჯერ კიდევ არ აქვს დასტური, რომ ნენსი ცოცხალია.

ეს ჩვენი სასოწარკვეთის საათია

სავანა გათრი, რომელიც წლებია ამერიკული ტელეეთერის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა, ამჯერად თავად გახდა ტრაგიკული ნიუსის მთავარი გმირი. მან სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამტაცებლებს მიმართავს და დედის დაბრუნებას სთხოვს: „ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ, ოღონდ დედა დაგვიბრუნეთ“.



ამ დროისთვის ტელეწამყვანი ეთერში აღარ ჩანს, მის ადგილს კი კოლეგები იკავებენ, რომლებიც პირდაპირი ეთერიდან ამხნევებენ მეგობარს. გამოძიებაში FBI-ია ჩართული, თუმცა დამნაშავეების კვალზე გასვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.