Wizz Air აკავშირებს მიმართულებებს: იმოგზაურეთ უფრო შორს, გონივრულად და მარტივად Wizz Link-ით, Dohop-ის მხარდაჭერით
- 10.02.2026
თქვენი შემდეგი თავგადასავალი კიდევ უფრო გამარტივდა — ერთი ჯავშანი, მეტი მიმართულება: დაგეგმეთ მრავალფეროვანი მოგზაურობები მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ Wizz Air-ის მზარდ ქსელში, თითქმის 8,000 ახალი მარშრუტის კომბინაციით.
Wizz Air, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, წარმოგიდგენთ ახალ სერვისს, WIZZ Link-ს, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს ერთი ჯავშნის მეშვეობით გააერთიანონ Wizz Air-ის რეისები და დაგეგმონ მოგზაურობა, რომელიც რამდენიმე ფრენას მოიცავს.
WIZZ Link, რომელიც შემუშავებულია სამოგზაურო ტექნოლოგიების კომპანია Dohop-თან თანამშრომლობით, მგზავრებს აძლევს საშუალებას მარტივად ეწვიონ მეტ მიმართულებას მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე ჯავშნის ერთდროულად მართვის გარეშე.
დღეს, ბევრი მგზავრი ხშირად ხარჯავს 5 საათამდე დროს, რათა მოძებნოს და დაჯავშნოს თითოეულ რეისი ცალ-ცალკე. ეს პროცესი არა მხოლოდ დროს მოითხოვს, არამედ ზრდის შეცდომების ალბათობასაც. მაგალითად, არსებობს რისკი იმისა, რომ ვერ დაემთხვეს რეისების განრიგი ან თუნდაც, ბარგის პოლიტიკა. ასევე, ბევრი მგზავრი იყენებს ონლაინ სამოგზაურო სააგენტოებს, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებს, რაც პრობლემებს ქმნის ფრენის შეფერხებების დროს.
ასეთ შემთხვევებში, მგზავრებმა შესაძლოა დროულად ვერ მიიღონ მნიშვნელოვანი განახლება რეისის შესახებ, ან თუნდაც, დახმარება ავიაკომპანიისგან.
იქნება ეს შაბათ-კვირის დასვენება რომში, საქმიანი გაჩერება ვენაში თუ დასვენება ბარსელონაში, WIZZ Link მომხმარებლებს სთავაზობს 8,000-მდე ახალ მარშრუტის კომბინაციას — რამდენიმე ჯავშნის გარეშე; განრიგის ორგანიზების ან ბარგის პოლიტიკის შედარების გარეშე. სერვისი ხელმისაწვდომია wizzlink.wizzair.com-ზე და მოიცავს ყველა მთავარ დამაკავშირებელ პუნქტს. ესენია: ბუდაპეშტი, რომი, ვარშავა, ლონდონი და ტირანა.
WIZZ Link-ის საშუალებით, მგზავრებს შეუძლიათ:
-
მხოლოდ ერთი ჯავშნით იმოგზაურონ თითქმის 8000 მიმართულებით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ;
-
დაზოგონ დრო — ამიერიდან აღარ არის საჭირო უსასრულო ძიება ან ცალკეული ჯავშნები;
-
იმოგზაურონ ConnectSure-ის დაცვის სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას ფრენის დაგვიანების, გაუქმების ან რეისის გაცდენის შემთხვევაში, რათა მოგზაურობის თითოეული რეისი მშვიდად გაიაროთ.
მაიკლ დელეჰანტმა, Wizz Air-ის კომერციული და ოპერაციული საკითხების უფროსმა ხელმძღვანელმა, განაცხადა:
„ონლაინ სამოგზაურო სააგენტოები (OTA) აგრძელებენ ონლაინ ბაზრის დიდი წილის კონტროლს — დღეს მგზავრთა მესამედზე მეტი ფრენებს სწორედ მათი მეშვეობით ჯავშნის. ჩვენ ვიცით, რომ მგზავრებს სურთ მოქნილობა, სიმარტივე და საუკეთესო ფასი. WIZZ Link ჩვენს მგზავრებს აძლევს თავისუფლებას, მოინახულონ მეტი ქალაქი და ქვეყანა ისეთივე დაბალი ტარიფებითა და ისეთი ხარისხით, რასაც ისინი Wizz Air-ისგან ელოდებიან. სერვისი იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს Wizz Air-ის მზარდი ქსელი. ჩვენ მოხარულები ვართ, გადავდგათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი Customer First Compass-ით გათვალისწინებული ვალდებულებებისკენ".
Wizz Air-ის პარტნიორობა Dohop-თან აძლიერებს Customer First ვალდებულებას, რაც გულისხმობს გააფართოოს ფრენების ქსელი ჭკვიან ციფრულ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, რათა მგზავრებს შესთავაზოს კიდევ უფრო გამარტივებული მოგზაურობა. Dohop უკვე ეხმარება 100-ზე მეტ ავიაკომპანიას. მისი ტექნოლოგია ამარტივებს რეისების დაკავშირებას ახალი გზით — ტრადიციული შიდა სისტემების გარეშე, რომელსაც ავიაკომპანიები ადრე იყენებდნენ.
ჰიუ ეიტკენი, Dohop-ის ოპერაციული საკითხების უფროსმა ხელმძღვანელი:
„WIZZ Link აჩვენებს, როგორ შეუძლიათ ავიაკომპანიებს გამოიყენონ ჭკვიანი ტექნოლოგია, რათა შესთავაზონ მგზავრებს მეტი მიმართულება. Wizz Air-თან თანამშრომლობით, ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ ისეთი რეისების გაერთიანება, რომლებიც ადრე ცალკე ჯავშანს საჭიროებდა, გამოვიყენეთ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ალტერნატიულ ტექნოლოგიას — რეისების დაკავშირების თანამედროვე გზა ტრადიციული ავიაკომპანიების შეთანხმებების გარეშე. ეს სთავაზობს მგზავრებს დასვენების ახალ ვარიანტებს და უმარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ Wizz Air-ს, რათა გაამარტივოს მოგზაურობის გამოცდილება და შესთავაზოს კიდევ უფრო ფართო ქსელი მომხმარებლებს”.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.
Dohop-ის შესახებ
Dohop, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რეიკიავიკში, ისლანდიაში, წამყვანი პროვაიდერია ალტერნატიული გადაწყვეტილებების სფეროში. საჰაერო-საჰაერო და საჰაერო-სახმელეთო ალტერნატიული პარტნიორობების ხელშეწყობით, Dohop ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს გახსნან შეუზღუდავი კავშირები ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების მეშვეობით. Dohop ასევე უზრუნველყოფს კავშირის დაცვის სერვისებს მგზავრებისთვის მაღალი 4.1 TrustScore-ით. 2004 წელს დაარსებული Dohop-ის 100-ზე მეტი სამოგზაურო ტექნოლოგიების ექსპერტისგან შემდგარი გუნდი ეხმარება 100-ზე მეტ ავიაკომპანიასა და სამოგზაურო პროვაიდერს, მათ შორის easyJet-ს, Transavia-ს, Air France-ს, Vueling-ს და Air Transat-ს, შექმნან ახალი შესაძლებლობები მოგზაურობებისთვის.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია