LIFE

როგორ შევძლოთ ხანგრძლივი ურთიერთობის გაწყვეტა?

როგორ შევძლოთ ხანგრძლივი ურთიერთობის გაწყვეტა?

არასდროს არის მარტივი იმ ადამიანთან დაშორება, ვისთანაც ბევრი მნიშვნელოვანი და ღირებული რამ გააზიარეთ, ვისთან ერთადაც ბევრი ბედნიერი წუთი გაქვთ გამოვლილი; ამაზე ფიქრი ზოგჯერ ძლიერ ემოციებს იწვევს, როგორიცაა სევდა, ტკივილი, წყენა, გაღიზიანება და ბრაზიც კი.

და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ: გახსოვდეთ, რაზეა აგებული თქვენი ურთიერთობები, ჩვეულებრივ ეს არის - სიყვარული, სითბო, პატივისცემა, მაგრამ, რა თქმა უნდა არა წყენა.



წყენა უფრო მეტად ანადგურებს როგორც იმ ადამიანებს, ვისთანაც ის აკავშირებს, ასევე, შესაბამისად, თავად ურთიერთობას. ამიტომ, გირჩევთ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვათ და მნიშვნელოვანია, მათ გულწრფელად უპასუხოთ.

  • რა მიშლის ხელს ამ ურთიერთობაში?

  • რატომ მჭირდება ურთიერთობა, სადაც მთავარი გრძნობა წყენაა?

  • მჭირდება თუ არა გვერდით ის, ვინც არ მაინტერესებს?

  • მსურს გავაგრძელო საკუთარი თავის წამება, თუ მზად ვარ ახალ ურთიერთობაში შევიდე და იქ ბედნიერი ვიყო?

შესაძლოა, ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და გადადგათ ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ბედნიერებაში.



არავის აქვს უფლება, წაგართვათ ენერგია, გამოგფიტოთ და თქვენ კი თავი უმწეოდ და ურესურსოდ იგრძნოთ, გახსოვდეთ, თუ ურთიერთობას თქვენთვის მხოლოდ ტკივილი და წყენა მოაქვს, სასწრაფოდ უნდა დატოვით ის.

სიმართლე რომ ითქვას, ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობიდან გასვლა, არასოდეს არის მარტივი და ადვილი, მაგრამ თუ ის თქვენს ინტერესებს უხეშად აზიანებს, თავს დამცირებულად გრძნობთ და ბედნიერების განცდა არ გეუფლებათ, მაშინ ეს არც ისე რთული გადაწყვეტილებაა;



ჩათვალეთ, რომ თქვენ დასაფიქრებელი თითქმის არაფერი გაქვთ, ზოგჯერ კარების დახურვა, ახალი კარების გაღებას ნიშნავს, ამიტომაც მადლიერებითა და პატივისცემით დახურეთ ის და განაგრძეთ წინსვლა ბედნიერი ცხოვრებისკენ.