LIFE

ბექჰემების იმპერია ინგრევა? რომეომ ძმასა და რძალს „ომი“ გამოუცხადა — სრული ქრონიკა

ბექჰემების იმპერია ინგრევა? რომეომ ძმასა და რძალს „ომი“ გამოუცხადა — სრული ქრონიკა

ბექჰემების ოჯახში არსებული ბზარი ოფიციალურად ღია ომში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემმა საჯაროდ განაცხადა, რომ ოჯახთან შერიგება არ სურს, მისმა ძმამ, რომეომ, სოციალურ ქსელში მიანიშნა, თუ ვის მიიჩნევს ოჯახი რეალურ დამნაშავედ.

რომეოსლაიქიდა ნიკოლა პელტცის წინააღმდეგ მიმართული კამპანია

სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რომეო ბექჰემმა ინსტაგრამზე „დაალაიქა“ ვიდეო, სადაც პოპ-კულტურის ინფლუენსერი ეშ კენთლი ამბობს: ნიკოლა პელტცი არის პრობლემა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ დავითი და ვიქტორია უბრალოდ „შვილის გადარჩენას“ ცდილობენ, ნიკოლა კი მისი ოჯახისგან იზოლირებას ახდენს. კენთლი პარალელს ავლებდა ნიკოლასა და ანვარ ჰადიდის ურთიერთობასთან, როდესაც ანვარმა ასევე 3 წლით გაწყვიტა კავშირი საკუთარ ოჯახთან.

ბრუკლინის 6-გვერდიანი ბრალდება: „ჩემი მშობლები მაკონტროლებდნენ

ბრუკლინმა დუმილი დაარღვია და მშობლები უმძიმეს ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, მთელი მისი ცხოვრება იყო „ბრენდ ბექჰემის“ ნაწილი და არა რეალური ოჯახი:

  • ბრუკლინი ამტკიცებს, რომ მშობლები ქორწილამდე აშანტაჟებდნენ და სთხოვდნენ ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც მის სახელსა და მომავალ შვილებზე უფლებებს ართმევდა.

  • მან დაადასტურა, რომ ვიქტორიამ ბოლო წამს გააუქმა ნიკოლას საქორწილო კაბის შეკერვა, რამაც პატარძალი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

  • ბრუკლინი იხსენებს, რომ ვიქტორიამ „მიიტაცა“ მისი და ნიკოლას პირველი ცეკვა. მარკ ენტონიმ სცენაზე ბრუკლინი და დედამისი დააწყვილა, სადაც ვიქტორიამ შვილთან ზედმეტად შეუფერებლად და გამომწვევად იცეკვა 500 სტუმრის წინაშე.

  • ბრუკლინი ამბობს, რომ როდესაც ის და ნიკოლა მამის დაბადების დღეზე ჩავიდნენ, მათ ერთი კვირა სასტუმროში აცდევინეს და დევიდი შვილთან შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ ნიკოლა მასთან ერთად არ იქნებოდა.

გორდონ რამზის დაბლოკვა და გაწყვეტილი მეგობრობა

კონფლიქტმა ოჯახის მეგობრებზეც იმოქმედა. ბრუკლინმა ინსტაგრამზე „ანფოლოვებით“ დასაჯა გორდონ რამზი და მისი შვილები - ჰოლი და ჯეკი. გორდონმა საჯაროდ დაიჭირა დევიდისა და ვიქტორიას მხარე და განაცხადა:
„ვიცი, რამდენჯერ ამოუყვანიათ ბრუკლინი ჭაობიდან. დევიდი საოცარი მამაა. სიყვარული ბრმაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ბრუკლინი მიხვდება, რა მნიშვნელობა აქვს მშობლებს.“

იმიჯი VS რეალობა

ბრუკლინი ამტკიცებს, რომ მისი მშობლებისთვის მთავარი სოციალურ ქსელში დადებული ფოტოები და პიარ-აქციებია. მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ნიკოლამ ვიქტორიას დახმარება სთხოვა ლოს-ანჯელესის ხანძრების დროს ცხოველების გადასარჩენად, რაზეც დედამ უარი უთხრა, რადგან ეს მის ბრენდს არ სჭირდებოდა.

„როდესაც მე და ნიკოლა დავცილდებით - თუ ეს მოხდება - მე ჩემი ოჯახი დამჭირდება, მაგრამ ახლა ჩემი შფოთვა გაქრა, რადგან მათგან შორს ვარ,“ - წერს ბრუკლინი.

საზოგადოების რეაქცია

ბექჰემების ოჯახი დუმილს ინარჩუნებს, თუმცა რომეოსა და კრუზის ქმედებები (დაცინვა TikTok-ზე და „ლაიქები“) მიანიშნებს, რომ ძმებს შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაფუჭდა.