LIFE

დუმილის ფსიქოლოგია: 6 მიზეზი, თუ რატომ ვმალავთ რეალურ ემოციებს

დუმილის ფსიქოლოგია: 6 მიზეზი, თუ რატომ ვმალავთ რეალურ ემოციებს

ამბობენ, რომ კომუნიკაცია ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია, თუმცა ბევრისთვის სიმართლის ხმამაღლა თქმა ნამდვილი გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება.

თუ გრძნობთ, რომ გული გტკივათ, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრით, იცოდეთ - თქვენ მარტო არ ხართ. ფსიქოლოგები გამოყოფენ 6 მთავარ მიზეზს, რის გამოც ღრმა ემოციების მქონე ადამიანები დუმილს არჩევენ:

1. სხვისი გრძნობების გაფრთხილება

ზემგრძნობიარე ადამიანების ტვინი სხვის ტკივილს ისე აღიქვამს, როგორც საკუთარს. თქვენ გეშინიათ, რომ თქვენი შენიშვნით პარტნიორს ატკენთ, ამიტომ გირჩევნიათ თავად გაუძლოთ დისკომფორტს, ვიდრე სხვას აგრძნობინოთ თავი ცუდად.

2. მიტოვების შიში

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია. ბევრს ჰგონია, რომ თუ პრეტენზიას გამოთქვამს ან წყენას აჩვენებს, პარტნიორი უბრალოდ „ფარ-ხმალს დაყრის“ და წავა. ეს შიში გაიძულებთ, ბოლო წამამდე მოითმინოთ, რაც საბოლოოდ ემოციურ აფეთქებას იწვევს.

3. გაურკვეველი რეაქციის მოლოდინი

ყველამ არ იცის კრიტიკის მიღება. ზოგი ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ვინაიდან წინასწარ არ იცით, როგორი იქნება პარტნიორის რეაქცია - აგრესიული თუ თავდაცვითი - თქვენს გონებაში ყველაზე ცუდ სცენარებს ხატავთ და დუმილს ამჯობინებთ.

4. „ბუზღუნა“ ადამიანის იმიჯი

არსებობს ზღვარი კონსტრუქციულ კომუნიკაციასა და წვრილმანებზე გამოკიდებას შორის. ბევრ ქალს აქვს შიში, რომ მისი მცდელობა, დაალაგოს ურთიერთობა, პარტნიორის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც „ტვინის ბურღვა“.

5. ბავშვობის ტრავმები

თუ გაიზარდეთ გარემოში, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმის გამო გსჯიდნენ ან დაგცინოდნენ, ზრდასრულ ასაკშიც ქვეცნობიერად გგონიათ, რომ თქვენი ხმა მნიშვნელოვანი არ არის. თქვენ უბრალოდ დაპროგრამებული ხართ იმაზე, რომ ხმამაღლა საუბარს მხოლოდ კონფლიქტი მოჰყვება.

6. წარსულის მწარე გამოცდილება

თუ ოდესმე გქონიათ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანთან, რომელიც ყოველთვის თქვენ გადანაშაულებდათ, ახლაც იმავეს ელით. თქვენი „პროგრამა“ გეუბნებათ, რომ აზრი არ აქვს საუბარს, რადგან პასუხისმგებლობას მაინც თქვენ დაგაკისრებენ.

გახსოვდეთ, თქვენი გრძნობები მნიშვნელოვანია! თუ ადამიანი თქვენთან დიდხანს დარჩენას აპირებს, ის აუცილებლად გაგიგებთ. ისუნთქეთ ღრმად და თქვით ის, რაც გაწუხებთ - თუ მას ამის მოსმენა არ შეუძლია, ესე იგი, ის თქვენს გვერდით ყოფნას არ იმსახურებს.