LIFE

გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შეგიძლიათ ყოფილთან დაბრუნება

გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შეგიძლიათ ყოფილთან დაბრუნება

„ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“, თუმცა, ცხოვრება მრავალმხრივია და ასევეა ადამიანის ბედიც. ხანდახან არსებობს სიტუაციები, როდესაც ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის აღდგენის შანსს იძლევა.

შეუძლებელია ძლიერი ურთიერთობის აშენება მხოლოდ გრძნობებსა და ემოციებზე, ამიტომ აუცილებლად გჭირდებათ სხვა რამ, რაც ყოფილ პარტნიორთან ხელახლა დაბაგრუნებთ და დაგაკავშირებთ.

თუ პარტნიორმა გაიარა თერაპია

თუ დაშორების დროს პარტნიორი საკუთარ თავზე მუშაობდა და თერაპიის კურსს გადიოდა, ან დადიოდა რეაბილიტაციაზე, შესაძლოა, მან მოახერხა პრობლემების გადალახვა, რაც ხელს უშლიდა თქვენთან ურთიერთობაში, ამისთვის შეგიძლიათ დაესწროთ ოჯახის თერაპევტთან წყვილების რამდენიმე სესიას, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ შეაფასოთ ყოფილი პარტნიორის ცნობიერების დონე, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყოთ ხელი ურთიერთობაში ხელახლა შესვლას, გაფანტოთ ეჭვები და მიიღოთ პასუხები შემაშფოთებელ კითხვებზე.



თუ პრობლემა, რომელმაც დაშორება გამოიწვია, მოგვარებულია
პრობლემის სამუდამო და არა დროებითი, მოგვარება ხელს უწყობს კარგი ურთიერთობის აღდგენას, რადგან შეცდომების გამოსასწორებლად მუშაობა გაწეულია. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ პრობლემა აღარ განმეორდება, მისი არარსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავისთავად კარგი ნიშანია.


თუ კომუნიკაციის არარსებობის პერიოდის შემდეგ, ხედავთ ცვლილებებს ადამიანის ხასიათში, და ცხოვრების წესში
ეს ეხება შინაგან ცვლილებებს და სიმწიფის ზოგად დონეს და მზადყოფნას, შეიცვალოს და გონივრულად მოერგოს მეორე ადამიანს. ან ეს მოხდა რაიმე პირადი მიზეზის გამო, ან იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის მზად არის შეიცვალოს და ეს კარგი ნიშანია.

თუ ორივეს ერთმანეთის მიმართ გრძნობები და სექსუალური მიზიდულობა კვლავ აქვს

ზოგჯერ ადამიანები შორდებიან, გრძნობები ქრება და სექსუალური მიზიდულობაც იკარგება - ამ დროს შერიგების შანსი არ არსებობს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი კვლავ არსებობს და არ გამქრალა, მაშინ ხელახლა დაკავშირების შანსი მაღალია. თუმცა, არსებობს ერთი ხაფანგი: ეს შეიძლება იყოს ურთიერთდამოკიდებულების ნიშანი, როდესაც ვინმეზე ემოციური დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ ხელს გიშლით სხვა მამაკაცების განხილვაშიც კი. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ ქალი დიდი ხანია დაშორდა მისი დამოკიდებულების ობიექტს. მხოლოდ თერაპიას შეუძლია დახმარება, რადგან ასეთ ურთიერთობაში დაბრუნება ქალისთვის ხელახალი ტრავმაა.

თუ არ გაქვთ დარჩენილი წყენა ან სხვა ნეგატიური ემოციები

წყენა, ბრაზი, ეჭვიანობა, ზიზღი, შიში, სიბრალული - ეს ემოციები ხელს უშლის ჰარმონიულ ურთიერთობას და შეიძლება ერთ დროს ურთიერთობის დანგრევის მიზეზი ყოფილიყო. თუ ისინი არ გაქრა თქვენი დაშორების პერიოდში, შესაძლოა გარდაუვლად დაბრუნდეს და იგივე შედეგამდე მიგიყვანოთ. რატომ უნდა დავკარგოთ დრო? განა არ ჯობია მათი გადალახვა და ურთიერთობაში სისუფთავისა და განახლებულობის შეგრძნებით დაბრუნება?

თუ ადამიანები შეგნებულად და გააზრებულად დაუბრუნდებიან ერთმანეთს, ეს ყველაზე ძლიერი დასტურია იმისა, რომ მათ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს. ეს აძლიერებს გრძნობებს და ამტკიცებს ურთიერთობას. ჩნდება ძლიერი რწმენა, რომ ეს ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელახლა დაკარგვა საშინელებაა.