Wizz Air ამატებს ფრენებს ახლო აღმოსავლეთის საჰაერო შეზღუდვებით დაზარალებული მგზავრების მხარდასაჭერად
- 03.03.2026
Wizz Air არეგულირებს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის შემდეგ დაწესებულ საჰაერო სივრცის შეზღუდვებზე საპასუხოდ. პრევენციის მიზნით, ისრაელის, დუბაის, აბუ დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია 7 მარტის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოკლევადიან ოპერირებას ზღუდავს, Wizz Air მოქმედებს იმ მომხმარებლების მხარდასაჭერად, რომელთა სამოგზაურო გეგმები შეიცვალა. ავიაკომპანია ამზადებს აღდგენის ვარიანტებს, რათა მგზავრებმა შეძლონ თავდაპირველ დანიშნულების პუნქტამდე მიღწევა. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საავიაციო უწყებებსა და აეროპორტებთან უსაფრთხო ოპერირების ვარიანტებისა და მარშრუტების უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ფრენები შარმ ელ-შეიხის მიმართულებით 6 მარტიდან
იმ მგზავრების მხარდასაჭერად, ვისაც სჭირდებათ ისრაელიდან ან ისრაელის მიმართულებით გადაადგილება, Wizz Air 6 მარტიდან (რეგულატორული თანხმობის მოლოდინში) ზრდის ფრენების რაოდენობას შარმ ელ-შეიხის (SSH) მიმართულებით რამდენიმე უდიდესი ევროპული ბაზიდან.

• ბუდაპეშტი (BUD): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 3-დან 10 ფრენამდე
• რომი ფიუმიჩინო (FCO): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 11-დან 18 ფრენამდე
• ლონდონი ლუტონი (LTN): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 4-დან 8 ფრენამდე
• მილანი მალპენსა (MXP): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 6-დან 11 ფრენამდე
• სოფია (SOF): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 0-დან 3 ფრენამდე
ფრენების დამატება შექმნის მეტ ალტერნატივას იმ მგზავრებისთვის, რომლებზეც იმოქმედა ისრაელის მიმართულებით პირდაპირი რეისების შეჩერებამ და უზრუნველყოფს ევროპისა და ისრაელის დაკავშირების საუკეთესო შესაძლებლობას.
ავიაკომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებს მოთმინებისა და გაგებისთვის ამ პერიოდში.
ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანია, აღადგინოს თავდაპირველი სერვისები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთანავე, პარალელურად კი შესთავაზოს ალტერნატიული გადაწყვეტილებები და დაეხმაროს ადამიანებს ახლობლებთან დაკავშირებაში.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში. ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.