WIZZ Holidays – ავიაკომპანიამ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პლატფორმა წარადგინა
- 02.07.2026
Wizz Air-მა WIZZ Holidays აამოქმედება - ინტელექტუალური პაკეტური მოგზაურობების დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ დასვენების დაგეგმვას კიდევ უფრო მარტივს ხდის.
WIZZ Holidays მოგზაურობის დაგეგმვისა და დაჯავშნის უფრო ჭკვიან და ინტუიციურ გზას სთავაზობს მგზავრებს, რომლებიც Wizz Air-ით მოგზაურობენ. ახალი სლოგანით - „Unpackage Yourself” - პლატფორმა მოგზაურობის ახალ ეპოქას აღნიშნავს, სადაც სირთულეები ადგილს უთმობს შთაგონებას, აღმოჩენებსა და მარტივ დაგეგმვას.
WIZZ Holidays-ის პლატფორმა იყენებს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს ერთ სივრცეში შესთავაზოს ავიაბილეთების, სპეციალურად შერჩეული საცხოვრებლისა და სახმელეთო ტრანსფერების გაერთიანებული დაჯავშნა. ტრადიციული პაკეტებისგან განსხვავებით, WIZZ Holidays მრავალქალაქიან და მულტიმოდალურ მარშრუტებსაც უჭერს მხარს, რაც მოგზაურებს შესაძლებლობას აძლევს ერთი მოგზაურობის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება მოინახულონ, სხვადასხვა კავშირის ცალკე დაგეგმვის გარეშე.

ძირითადი ფუნქციები
AI-ზე დაფუძნებული საკვანძო სიტყვების ძიება – მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ ზოგადი იდეები (მაგალითად: კანარის კუნძულები, იტალია, ეგვიპტე ან თუნდაც თხილამურებით სრიალი), რის შემდეგაც სისტემა ბიუჯეტისა და სასურველი თარიღების მიხედვით მათთვის მორგებულ სამოგზაურო რეკომენდაციებს შესთავაზებს.
„Anytime Anywhere” მოქნილობა – სპეციალური აღმოჩენის ფუნქცია მომხმარებლებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შერჩეული მიმართულება ან თარიღები, Wizz Air-ის ქსელში არსებულ საუკეთესო შეთავაზებებს აჩვენებს.
კონკურენტული პაკეტური ფასები – ინტეგრირებული პაკეტები ექსკლუზიურ ტარიფებს უზრუნველყოფს, რაც, ხშირ შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მოგზაურობის თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე დაჯავშნა.
სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი:
„დღეს მხოლოდ WIZZ Holidays-ის გაშვებას არ აღვნიშნავთ - ჩვენ მოგზაურობის უფრო ჭკვიან გზას ვნერგავთ. ჩვენი ფართო დაბალბიუჯეტიანი მარშრუტების ქსელისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გაერთიანებით, მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი მნიშვნელოვნად გავამარტივეთ და მომხმარებლებს დაუვიწყარი მოგზაურობის გამოცდილების შექმნაში ვეხმარებით. ჩვენი ახალი სლოგანით - „Unpackage Yourself” - მოგზაურებს ვიწვევთ, ისარგებლონ სრული მოქნილობით, კონკურენტული ფასებითა და რამდენიმე ქალაქის მარტივად მონახულების შესაძლებლობით.”
პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია და დაჯავშნა შესაძლებელია holidays.wizzair.com ვებგვერდზე.