LIFE

HBO-ს 10 მინი-სერიალი, რომელთა თითოეული ეპიზოდი შედევრია

HBO-ს 10 მინი-სერიალი, რომელთა თითოეული ეპიზოდი შედევრია

ტელეკომპანია HBO ათწლეულებია საუკეთესო სერიალების მთავარი მიმწოდებელია. „სექსი დიდ ქალაქში“, „სოპრანოს კლანი“, „სამეფო კარის თამაშები“ და „მემკვიდრეები“ მხოლოდ ნაწილია იმ ჰიტებისა, რომლებმაც არხს პოპულარობა მოუტანეს. თუმცა, განსაკუთრებული ადგილი HBO-ს შემოქმედებაში მინი-სერიალებს უკავვიათ.

გთავაზობთ 10 საუკეთესო მინი-სერიალს, რომლებმაც კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლების უდიდესი აღიარება მოიპოვეს.

1. მეირი ისტთაუნიდან / Mare of Easttown (2021)

კეიტ უინსლეტი დეტექტივ მეირი შიჰანს თამაშობს, რომელიც პატარა ქალაქში თინეიჯერი დედის მკვლელობას იძიებს. სერიალში ასევე მონაწილეობს ევან პიტერსი.

სერიალმა ნამდვილი ტრიუმფი მოიპოვა. კეიტ უინსლეტმა მიიღო „ოქროს გლობუსი“, „ემისა“ და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები, ხოლო ევან პიტერსისთვის ეს როლი პირველი „ემით“ აღინიშნა.

2. ახალგაზრდა პაპი / The Young Pope (2016)

სატირული დრამა ჯუდ ლოუს მონაწილეობით. სიუჟეტი ვითარდება ნიუ-იორკელი ახალგაზრდა კარდინალის, ლენი ბელარდოს გარშემო, რომელიც რომის პაპად არჩევის შემდეგ ვატიკანის მრავალსაუკუნოვანი წესების შეცვლას იწყებს.

სერიალის პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა - ეს იყო პირველი შემთხვევა ფესტივალის ისტორიაში, როდესაც პროგრამაში ტელესერიალი ჩართეს.

3. ვიცი, რომ ეს სიმართლეა / I Know This Much Is True (2020)

ემოციური დრამა ვარსკვლავური შემადგენლობით: მარკ რუფალო, ქეთრინ ჰანი, ჯულიეტ ლუისი და სხვები.



სიუჟეტის ცენტრშია დომინიკ ბერდსი, რომელიც ცხოვრებისეულ კრიზისს განიცდის და პარალელურად უვლის თავის ტყუპისცალ ძმას, რომელიც შიზოფრენიით არის დაავადებული.

4. გუშაგები / Watchmen (2019)

ცნობილი კომიქსის ეკრანიზაცია, რომლის მოქმედებაც თანამედროვე ოკლაჰომაში ვითარდება, სადაც თეთრკანიანი რასისტების დაჯგუფება ქაოსს თესავს.



სიტუაცია იმდენად მწვავდება, რომ პოლიციელები იძულებულნი არიან სახეები ნიღბებით დაიმალონ. სერიალში მონაწილეობენ რეჯინა კინგი, ჯერემი აირონსი და იაჰია აბდულ-მატინ II.

5. ღამე / The Night Of (2016)

ჯონ ტურტურო თამაშობს ადვოკატს, რომელიც იცავს პაკისტანელ-ამერიკელ სტუდენტს, მკვლელობაში ბრალდებულს. 8 ეპიზოდის განმავლობაში მაყურებელი დაძაბულობისა და იდუმალი გამოძიების მომსწრე ხდება.

სერიალმა „ემის“ 14 ნომინაცია და 5 ჯილდო მოიპოვა.

6. ოლივია კიტერიჯი / Olive Kitteridge (2014)

ელიზაბეტ სტრაუტის რომანის მიხედვით გადაღებულ სერიალში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს. ის თამაშობს პენსიაზე გასულ მკაცრ მასწავლებელს, რომელსაც რთული ურთიერთობა აქვს ქმარსა და შვილთან. სერიალი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ღალატი.

პროექტმა „ემის“ 4 ჯილდო დაიმსახურა.

7. ირმა ვეპი / Irma Vep (2022)

ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი მირა (ალისია ვიკანდერი) დაიღალა ბლოკბასტერებით და პარიზში მიემგზავრება ფრანგული მუნჯი კინოს კლასიკის რიმეიქში მონაწილეობის მისაღებად.



გადასაღებ მოედანზე ქაოსია, მირა კი ნელ-ნელა კარგავს ზღვარს რეალობასა და თავისი პერსონაჟის - ირმა ვეპის ცხოვრებას შორის.

8. ჩერნობილი / Chernobyl (2019)

მინი-სერიალი მე-20 საუკუნის უდიდეს ტექნოგენურ კატასტროფაზე - 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ აფეთქებაზე. სერიალი უდიდესი სიზუსტითა და დრამატიზმით გადმოსცემს ტრაგედიის მასშტაბებს.

მიიღო „ემის“ 19 ნომინაცია (მოიგო „საუკეთესო მინი-სერიალის“, „რეჟისურის“ და „სცენარის“ კატეგორიებში) და „ოქროს გლობუსი“.

9. მე შენ გაგანადგურებ / I May Destroy You (2020)

ბრიტანელი მსახიობი მიკაელა კოელი ამ პროექტის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია. ის თამაშობს მწერალსა და სოციალური ქსელების ვარსკვლავ არაბელას, რომელიც საკუთარი გაუპატიურების საქმეს იძიებს. სერიალმა „ემის“ 9 ნომინაცია დაიმსახურა.

10. მებრძოლი ძმები / Band of Brothers (2001)

ფილმზე „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ მუშაობის შემდეგ, სტივენ სპილბერგმა და ტომ ჰენკსმა გადაწყვიტეს ძალები ტელევიზიაში ეცადათ. სერიალი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი პარაშუტისტების ასეულის საბრძოლო გზაზე - წვრთნებიდან და ნორმანდიაში გადასხმიდან ომის დასრულებამდე.

ექსპერიმენტმა გაამართლა და შოუმ „ემი“ საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში მოიპოვა.