უილიამის ჩახუტება და გახარებული შვილები: ქეით მიდლტონი ურთულესი მარშრუტის შემდეგ ახალ საოჯახო ფოტოებს აზიარებს
- 05.07.2026
უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აოცებს თავისი სიმტკიცით. სიმსივნისგან გამოჯანმრთელების გზაზე მყოფმა 44 წლის პრინცესამ ცნობილი „სამი მწვერვალის გამოწვევა“ (Three Peaks Challenge) წარმატებით დაასრულა და სოციალურ ქსელში გულთბილი საოჯახო კადრები გააზიარა.

სულ რაღაც 24 საათში ქეითმა შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლესი მწვერვალები დალაშქრა, ფინიშის ხაზთან კი მას ყველაზე ემოციური სიურპრიზი ელოდა.
გამოწვევის დასრულების შემდეგ, უელსის პრინცესას მთელი ოჯახი - პრინცი უილიამი, შვილები (ჯორჯი, შარლოტა და ლუი), მშობლები და ძმა სნოუდონის მთის ძირში დახვდნენ.

ინსტაგრამზე გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ემოციური მომენტები:
წითელ შორტებსა და კეპში გამოწყობილი ქეითი, რომელიც უილიამს მთელი გრძნობით ეხუტება;

პატარა პრინც ლუისთან ხელჩაკიდებული დედა;
პრინცესა შარლოტა, რომელიც დედას მონატრებული კისერზე ეხვევა.

„ზუსტად ერთი კვირის წინ დავასრულეთ “სამი მწვერვალის გამოწვევა“. უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ორგანიზაციას The Royal Marsden Cancer Charity,“ - ვკითხულობთ პრინცისა და პრინცესას ოფიციალურ გვერდზე.
37 კილომეტრი 24 საათში - ქეითის რეკორდული მარშრუტი
ქეით მიდლტონი გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც ეს ურთულესი ენდურანს-ტური დაძლია.

ფეხით გავლილი მანძილი: 23 მილი (37 კმ).
საერთო სიმაღლე: 3,064 მეტრი.
დალაშქრული მწვერვალები: ბენ ნევისი (შოტლანდია - 1,345 მ), სნოუდონი (უელსი - 1,085 მ) და სკაფელ პაიკი (ინგლისი - 978 მ).
დრო: ზუსტად 24 საათი.
ლოკაციებს შორის არსებული 462 მილი პრინცესამ დამხმარეთა გუნდთან ერთად მანქანით დაფარა, მთებზე კი სრულიად მარტო, სამაშველო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ავიდა.
ძმის ემოციური წერილი: „საავადმყოფოში ამ მთებზე ვოცნებობდით...“
განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ქეითის ძმის, ჯეიმს მიდლტონის პოსტი, რომელმაც დას ძველი პირობა შეახსენა:

„ორი წლის წინ, როცა საავადმყოფოში იყავი, გითხარი, რომ ამ მთას ერთად ავივლიდით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა საოცარი სამკურნალო ძალა აქვს ბუნებას როგორც სხეულისთვის, ისე გონებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო შენ გვერდით ყოფნა. შენი ძალა, გამძლეობა და შეუპოვრობა ყოველდღიურად მმატებს მოტივაციას.“

ეს გამოწვევა მხოლოდ სპორტული მიღწევა არ ყოფილა. მისი მიზანი საქველმოქმედო ფონდისთვის სახსრების შეგროვებაა, რომელიც კიბოსთან მებრძოლ პაციენტებს ჰოლისტიკურ მკურნალობასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეხმარება. ქეითმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, ვინც ამ სენს ებრძვის: „თქვენ მარტო არ ხართ“.

თემები: ქეით მიდლტონი