LIFE

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

ზოგჯერ, რთულია იმის გაცნობიერება რომ „მას“ სრულებით არ აინტერებთ და არ მოსწონხართ.

ქალბატონებს უჭირთ რეალობასთან შეგუება. მამაკაცებს კი არ სურთ, ან არ შეუძლიათ პირდაპირ თქმა, თუმცა მათი ქმედება ყველაფერს გაგრძნობინებთ.

სჯობს, თავიდანვე გაუსწოროთ თვალი „მწარე სიმართლეს“ და არ ააგოთ ოცნების კოშკები მამაკაცთან, რომლისთვისაც თქვენი არსებობა სულ ერთია.

ნუ ელოდებით, როდის დაგპატიჟებთ პაემანზე. თუ არ გეპატიჟებათ, ეს ნიშნავს რომ არ არის თქვენით დაინტერესებული. ნუ ეძებთ საბაბებს მის გასამართლებლად და ნუ დაიიმედებთ თავს.

შეცდომას დაუშვებთ, თუ მის პასიურობას შემდეგი საბაბებით ახსნით:

1. „შესაძლოა, არ სურს ჩვენი მეგობრობის დანგრევა“, - სისულელეა. თუ მოსწონხართ, მას თქვენი მეგობრობა ვერ შეაშინებს. ერთადერთი რამ, რისიც ეშინია არის აღიარება იმისა, რომ არ იზიდავთ.

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

2. “ვფიქრობ, უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა“ - შეგიძლიათ მიანიშნოთ მამაკაცს, რომ მოგწონთ. მაგრამ გირჩევთ, ნუ გადადგამთ პროვოკაციულ ნაბიჯს და ნუ დაპატიჟებთ მას პირველ პაემანზე. თუ მოსწონხართ თქვენი ღიმილითა და თვალებით ყველაფერს „წაიკითხავს“.

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

3. „ შესაძლოა, თავს იკავებს ზედმეტი აქტიურობისგან“, - თუ მამაკაცს ნამდვილად მოსწონხართ, რატომ არ უნდა იაქტიუროს?!

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

4. „მაგრამ მან მე თავისი ტელეფონის ნომერი მომცა“ - ნუ მისცემთ მამაკაცს უფლებას გამოიყენოს იაფფასიანი ხრიკები. მერე რა რომ ტელეფონის ნომერი მოგცათ. ეს არ ნიშნავს რომ პირველი პაემანი თქვენ უნდა დაუნიშნოთ. მასაც აქვს თქვენი ნომერი. თუ მოსწონხართ, აუცილებლად დაგირეკავთ.

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

5. „შეიძლება დავავიწყდი“ - მოეშვით. თქვენ უკვე მოახდინეთ მასზე შთაბეჭდილება. თუ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეთ, გამორიცხულია დავიწყებოდით.

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

არ გირეკავთ? - თქვენ მას საერთოდ არ მოსწონხართ:

 კაცებმა იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ტელეფონი და თუ არ გირეკავთ, ნუ შეეცდებით ამის გამართლებას და ნუ იტყვით:

6. „ის ძალიან ბევრს მოგზაურობს“ - გახსოვდეთ და შეგიძლიათ ჩაიწეროთ - თუ მამაკაცს მოსწონხართ, ის აუცილებლოად ეცდება თავისი დროის დიდი ნაწილი თქვენთან ერთად გაატაროს

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

7. „მას გონებაში კიდევ ბევრი რამ აქვს“ - მთავარი კითხვა აქ ასეთია, არის თუ არა ნორმალური ის რომ მამაკაცს თქვენთან დარეკვა ავიწყდება?! ჩვენი პასუხი ასეთია: ეს აბსურდია. თუ მოსწონხართ, ის არ გაუშვებს შანსს ხელიდან თქვენთან ახლოს იყოს, გესაუბროთ, თქვენი ხმა გაიგონო.

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

8. ის ძალიან დაკავებულია - როცა სასიყვარულო ურთიერთობას ეხება საქმე სიტყვა „დაკავებული“ არის დიდი ნონსენსი. ამას შეუძლია საუკეთესო ურთიერთობაც გაანადგუროს. შეიძლება დაკავებულია, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ დარეკვაზე ვსაუბრობთ. 

მწარე სიმართლე - როგორ უნდა მიხვდეთ რომ „მას“ საერთოდ არ აინტერესებთ

გახსოვდეთ:

 თუ ის არ გირეკავთ ე.ი მის გონებაში არ ხართ

თუ ის გპირდებათ, მაგრამ უმნიშვნელო დანაპირებსაც არ ასრულებს, ფრთხილად იყავით, ის საშინლად უყურადღებოა და სულ არ ადარდებს ის, თუ რას გეუბნებათ.

 არ დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც საკუთარი სიტყვების ასრულება არ შეუძლია

თუ მამაკაცს მოსწონხართ, ის ყველგან მოგძებნით და გიპოვოთ. ასეთ დროს მისთვის არანაირი წინაღობა არ არსებობს.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>