ჰოროსკოპი

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

დრუიდული ასტროლოგიის საფუძველი დედამიწის მიმართ მზის მდებარეობაა და ამით განისაზღვრება ადამიანის ხასიათი და ბედი.

გაიგეთ, რომელი ხე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით და ამოიცანით თქვენი ხასიათის შტრიხები:

1. არყის ხე, (24 დეკემბერი-20 იანვარი) - წარმატებული - ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები მუდამ წარმატების ძიებაში არიან. თუ ამ დროს დაიბადეთ ნიშნავს, რომ ხართ მოტივირებული, ამბიციური ადამიანი, ხართ სტაბილური. ლიდერობისთვის დაბადებული. ბუნებამ გიბოძათ ნიჭი, როგორ უნდა მართოთ სხვები. თქვენ საზოგადოებას უყვარხართ.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

2. კენკრა (21 იანვარი-17 თებერვალი) - მოაზროვნე - დრუიდების მიხედვით, ეს ადამიანები შემოქმედები არიან, ხელოვნებისკენ მიდრეკილნი, ფილოსოფიური აზროვნებით. არიან საოცრად ვნებიანები და ენერგიულები. არ უყვართ როცა ვინმე რამეს უკრძალავს. არიან თავისუფლების მოყვარულნი.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

3. იფანი (18 თებერვალი-17 მარტი) - ჯადოქარი- მათ აქვთ ინტუიციის საოცარი გრძნობა, წარმოსახვის უნარი, არიან არტისტულები და სამყაროს ფერადად ხედავენ. მათი ინსპირაციის წყარო ბუნებაა. სიამოვნებას იღებენ ხატყვით, წერით, მეცნიერებით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს კარჩაკეტილი. საუკეთესო ვარიანტია ის ადამიანი, რომელიც შეძლებს ხელოვნებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაბალანსებას. ისინი იდეალისტები არიან და ამავდროულად რეალისტები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

4. თხმელა (18 მარტი-14 აპრილი) - ნოვატორი - ისინი მარტივად პოულობენ სწორ გზას. არ ეშინიათ სიახლეების. ჰყავთ უამრავი მიმდევარი და მხარდამჭერი. არიან მიმხიბვლელები და მარტივია მათთან საუბარი. არიან თავდაჯერებულნი და მარტივად შეუძლიათ სხვების დარწმუნება. არიან მამაცები და კონკურენტუნარიანები, ასევე საუკეთესო მშობლები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

5. ტირიფი (15 აპრილი-12 მაისი) - დამკვირვებელი - - დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით, ეს ადამიანები დაკავშირებულნი არიან მთვარესთან. არიან კრეატიულები, ინტუიციის მაღალი გრძნობით, ინტელიგენტები, რეალისტები. აქვთ საოცარი მეხსიერება და უყვართ ცოდნის მიღება. მათ შეუძლიათ იყონ საოცარი მასწავლებლები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

6. კუნელი(13 მაისი - 9 ივნისი) - ილუზიონისტი - ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შინაგანი სამყარო. ძალიან განსხვავდებიან სხვებისგან. გამონათქვამი - „არასოდეს იმსჯელო წიგნზე მისის ყდის მიხედვით“, - სწორედ მათზეა ნათქვამი. არიან შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანები, გამჭრიახი გონებით, საუკეთესო მსმენელები. აქვთ უნარი საჯაროდ სიტყვით გამოსვლის. საუკეთესო შემსრულებლები არიან. საჯაროდ ავლენენ თავიან ილუზიონისტურ პერსონას.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

7. მუხა, (10 ივნისი - 7ივლისი) -ლიდერი - ამ დროს იბადებიან ძლიერი ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან სხვებს დახმარება გაუწიონ. მათ უყვართ ისტორია, წინაპრების შესახებ საუბარი. ისინი წინაპრებს დიდ პატივს სცემენ. ასევე, როგორც წესი, ისინი არიან კარგი მასწავლებლები. უყვართ როცა სხვებს აკონტროლებენ. მოსწონთ, როცა აქვთ დიდი ოჯახი და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით სიამოვნებას იღებენ.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

8. ბალბა (8 ივლისი - 4 აგვისტო) - მმართველი - ბუნებისგან აქვთ მათ მინიჭებული მართვისა და ლიდერობის უნარი. ის გამოწვევებს არ უშინდება. შეუძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა თუ ეს მიზნის მიღწევაში დაემხარებათ. არიან კონკურენტუნარიანები, ამბიციურები და საკუთარ თავში დარწმუნებულები. ასევე გულუხვები, კეთილები და მოსიყვარულეები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

9. კაკლის ხე (5 აგვისტო-1 სექტემბერი) - ყველაფრის მცოდნე - როგორც წესი, ისინი არიან ინტელექტუალები, ორგანიზებულები და აკადემიური პერსონები.მათ იციან ყველაფერი, რაც ხდება გარშემო და მოსწონთ, როცა ინფორმირებულები არიან. ორიენტირებულნი არიან დეტალებზე. სიამოვნებას იღებენ ციფრებთან ურთიერთობით, ანალიზით, მეცნიერებით. არიან საუკეთესო ორგანიზატორები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

10. ვაზი ( 2 სექტემბერი - 29 სექტემბერი) - დამბალანსებელი - დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით, ამ დროს დაბადებული ადამიანების ხასიათი ცვალებადია. ისინი ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და არიან არაპროგნოზირებადები. მათ აქვთ მერყევი ხასითი. გამოირჩევიან დახვეწილი გემოვნებით. არიან გურმანები. კარგად ერკვევიან მუსიკასა და ხელოვნებაში.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

11. სურო (30 სექტემბერი - 27 ოქტომბერი)- გადარჩენილი - როგორც წესი, ისინი სხვების მიმართ თანაგრძნობით არიან სავსე, ლოიალურები არიან, უყვართ როცა სხვებს ეხმარებიან. ისინი არიან გრაციოზულები, აქვთ ენერგიის დიდი ნაკადი, შეუძლიათ დაბრკოლებების გადალახვა.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

12. ლერწამი (28 ოქტომბერი - 24 ნოემბერი) - გამომძიებელი - მათ უყვართ საიდუმლოსთვის ფარდის ახდა, არიან სიმართლის მაძიებელნი. ისინი არიან ჭორიკნები, მონაწილეობენ შეთქმულებებში და ეხვევიან სკანდალებში. არიან საუკეთესო ჟურნალისტები და გამომძიებლები. მათი ქმედებები, როგორც წესი, სხვებს არ ვნებს. არიან ეჭვიანები.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები

13. ანწლი (25 ნოემბერი - 23 დეკემბერი) - მაძიებელი- შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მათ აინტერესებთ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ისინი ფილოსოფოსები არიან. არიან კეთილები, უყვართ სხვების დახმარება. ყოველთვის წარმოაჩენენ თავიან ინტელექტუალურ ბუნებას. ცხოვრებაში გამუდმებით ეძებენ სიახლეებს.

რომელი ხე-მცენარე ხართ დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით - გაიგეთ თქვენი ხასიათის შტრიხები



<a href="http://www.collective-evolution.com/">http://www.collective-evolution.com/</a>