LIFE

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

მილიარდელი უორენ ბუფეტი ამბობს, რომ შეიძლება 20 წელი დასჭირდეს რეპუტაციის შექმნას, მისი დანგრევა კი, 5 წუთშია შესაძლებელი. არ არის მარტივი ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა, შესაბამისად, კარგი რეპუტაციის შექმნა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ყველაფრის მიღწევა შეიძლება. თუ სწორად იმოქმედებთ, მალე შეიძლება ადამიანები გეთაყვანონ კიდეც.

გთავაზობთ 5 მარტივ ხერხს დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად:

1. უპასუხეთ ყველა წერილს - მაშინაც კი, თუ დაგვიანებულია პასუხის გაცემა, აუცილებლად უპასუხეთ. სასაცილოა, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ კარგი მეხსიერება, არასოდეს ავიწყდებათ, რომ მეილი გაგზავნეს და მასზე პასუხი არ მიუღიათ - გახსოვდეთ ეს!

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

2. იყავით პუნქტუალურები - დაგვიანება შეიძლება აღიქვან ისე, რომ შეხვედრისას განსახილველი საკითხი არ გაღელვებთ. ზოგჯერ დასაშვებია დაგვიანება, თან თუ რაიმე კონკრეტული მიზეზი გაქვთ, მაგრამ თუ შეხვედრებზე გამუდმებით იგვიანებთ, ეს ერთგვარ მესიჯად აღიქმება - ის ადამიანები, რომლებსაც უნდა შეხვდეთ არ გადარდებთ და თქვენთვის არ არიან მნიშვნელოვნები.

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

3. მოიხადეთ ბოდიში დაუყოვნებლივ - თუ რამეს არასწორად გააკეთებთ, მოიხადეთ ბოდიში დაუყოვნებლივ. ეცადეთ, რომ ბოდიშის მოხდის დროს პირდაპირ ესაუბროთ მას. ფიზიკური სიახლოვე ამ დროს მნიშვნელოვანია, რადგანაც ის აჩვენებს გულწრფელობას. გულწრფელობა შეუძლებელია დაინახოს თქვენმა ადრესატმა, როცა ბოდიშს ტელეფონით უხდით.

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

4. გააკვირვეთ ადამიანები - თუ თქვენ გიცნობენ როგორც მორცხვ ადამიანს, გააკვირვეთ კოლეგები, წაიყვანეთ ისინი ლანჩზე. ან მოაწყვეთ განსაკუთრებული დღესასწაული, გააკეთეთ ისეთი რამ, რასაც თქვენგან არ ელოდებიან. მაგრამ როცა რამეს გააკეთებთ დარწმუნებული იყავით, რომ ამით სხებს დაეხმარებით და სიამოვნებას მიანიჭებთ

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად

5. გადაიხადეთ „მადლობა“ - მადლობის გადახდა აუცილებელია. ეს ურთიერთობებში უფრო გრძელვადიან პერსპექტივებს სახავს. ადამიანებს ყოველთვის ახსოვთ, რომ ვიღაცას სიკეთე გაუკეთეს მან კი მადლობაც არ გადაუხადა. გადაუხადეთ მადლობა პირდაპირ, ან წერილობით, ელექტრონულად. შეგიძლიათ პატარა საჩუქარიც გაგზავნოთ მადლობის ნიშნად.

5 მარტივი გზა საუკეთესო შთაბეჭდილების მოსახდენად



<a href="http://www.inc.com">http://www.inc.com</a>