მშობლები

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ვერ იაზრებენ, რა სავალალო შედეგები მოაქვს ბავშვების ტექნიკაზე ზედმეტ მიჯაჭვულობას და საბოლოო ჯამში, როგორც შვილები, იმავე წარმატებით — დედებიც ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებენ . გთავაზობთ ფსიქოლოგის ერთ-ერთ საინტერესო შემთხვევას, რომელიც ბევრ დედას დააფიქრებს.

დედამ 4 წლის შვილს, საბავშვო ბაღში ადაპტაციის გასაადვილებლად აღსანიშნავად iPad-ი უყიდა. როგორც შემდგომ ფსიქოლოგს განუმარტა, სურდა, მისი შვილი ტექნოლოგიებს ადრეული ასაკიდან დაუფლებოდა — მის ირგვლივ პლანშეტების გამოყენების უფლებას ბავშვებს სულ უფრო და უფრო პატარა ასაკიდან აძლევდნენ და იფიქრა, ამით შვილს სამომავლოდ საქმეს გაუადვილებდა; თანაც, IT ის სპეციალისტი მეუღლეც ეუბნებოდა, რომ პლანშეტურ მეთოდზე დამყარებული განათლება, სხვა მეთოდებთან შედარებით, განსაკუთრებულად ეფექტური იყო. დედამ ბავშვს ნება დართო, პლანშეტის საშუალებით საგანმანათლებლო თამაშებიც აეთვისებინა, რომლებიც ტექნოლოგიის პედაგოგის განმარტებით, იგივე „ელექტრონული ლეგოს“ წარმოადგენდნენ. მშობელი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა — კონსტრუქტორები ხომ თავის დროზე ყოველი ჩვენგანის საყვარელი სათამაშო იყო, თანაც ცნობილია, რომ ბავშვის გონებას საგრძნობლად ავითარებს.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

მოკლედ, ბავშვის შემოქმედებით თამაშში ჩართულობით და ფიგუროვანი სამყაროს აღმოჩენით დედა კმაყოფილი იყო, ის კი ვერ შენიშნა, რომ უმეტესობის შემდეგ დონეზე გადასვლის იდეა, LEGO-სგან განსხვავებით, ცხოველების ხოცვაში მდგომარეობდა;

თანდათანობით, დედა შვილს აშკარა ცვლილებებს ატყობდა: დროთა განმავლობაში ბავშვი მეტად ფოკუსირდა პრიალა ეკრანზე , კალათბურთისა და კითხვისადმი ინტერესი სრულიად დაკარგა, აღარც გაკვეთილებს ამზადებდა ხალისით, ზოგჯერ დედას იმასაც კი ეუბნებოდა, სიზმარშიც ვთამაშობო. დედამ სიზმარი საგანგაშოდ არ აღიქვა — იფიქრა, მხოლოდ ბავშვის აქტიური წარმოსახვის უნარის შედეგი იყო; თუმცა, როდესაც პატარას ქცევა კიდევ უფრო უცნაური გახდა, შეეცადა, თამაშის ნება ლიმიტირებულად დაერთო.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

აკრძალვამ ბავშვის საგრძნობი გაღიზიანება გამოიწვია და დედაც შეეგუა აზრს, რომ „საგანმანათლებლო“ ასპექტების გათვალისწინებით, თამაში სასარგებლო იყო. თუმცა, ერთ ღამეს შემაშფოთებელი ფაქტი აღმოაჩინა: მას შემდეგ, რაც შვილის ოთახში მოულოდნელად შეიხედა, სწორედ იმ დროს, პატარა ღრმა ძილში რომ უნდა ყოფილიყო, ის საწოლზე წამომჯდარი დახვდა — თვალებდაჭყეტილი უსასრულობას მიშტერებოდა, გევრდით კი პლანშეტი ედო. დედას მისი შენჯღრევაც კი დასჭირდა, რეალობაში რომ დაებრუნებინა. 

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

მიხვდით, რატომ ეკიდებიან განსაკუთრებული სიფრთხილით ბავშვის ტექნოლოგიებთან ურთიერთობას ინდუსტრიული დიზაინერები და ინჟინრები? მათ შორის ყველაზე ცნობილი მშობელი სტივ ჯობსი იყო — ის შვილების ტექნოლოგიებთან ურთიერთობას განსაკუთრებულად უფრთხოდა. Silicon Valley-ს აღმასრულებელი მენეჯერები და ინჟინრები შვილებს ვალდორფის სკოლაში ატარებენ, რადგან სწავლის პროცესში იქ ტექნოლოგიებს არ იყენებენ; Google-ის დამფუძნებლები — სერგეი ბრინი და ლარი ფეიჯი Montessori-ს ასევე არატექნოლოგიურ სკოლებში სწავლობდნენ, ისევე, როგორც Amazon-ის შემქმნელი — ჯეფ ბეზო და Wikipedia-ს დამფუძნებელი — ჯიმი უეილსი.

ბევრი მშობელი უბრალოდ ინტუიციურად ხვდება, რომ ყოვლისმომცველი, პრიალა ეკრანები ბავშვებზე ნეგატიურად ზემოქმედებს — როდესაც მათ პლანშეტებს/ტელეფონებს ართმევენ, აგრესიულ ქცევას და გონების გაფანტვის სინდრომებს ავლენენ; უარეს შემთხვევებში კი მოწყენილი, აპათიური და გარემოსადმი უინტერესოები ხდებიან.

თუმცა, საქმე კიდევ უფრო უარესადაა, დედებო — ყურადღებით!

iPad-ები, სმარტფონები და Xbox-ების გადამეტებული გამოყენება შეიძლება ციფრული ნარკოტიკის კატეგორიასაც მიაკუთვნონ.  უახლესი კვლევები ცხადყოფს, რომ ტელეფონის სქროლვის ინსტინქტი ტვინის ფრონტალურ ქერქს აღაგზნებს.  ტვინის ეს ნაწილი აღმასრულებელ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი — იმპულსების კონტროლიც სწორედ აქედან ხდება. მოკლედ, ტექნოლოგიები სწორედ კოკაინის პრინციპით ზემოქმედებს. ისინი ტვინის ჰიპერ-გაღიზიანებას იმდენად იწვევენ, რომ დოპამინის დონეები მაღლა იწევს. დოპამინი ბედნიერების ნეირო მედიატორია, მისი დონეების აწევა კი სექსის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის დროს შეინიშნება.

ასე რომ, თუ შენი შვილის განსაკუთრებით დიდ დროს ატარებს პლანშეტით ხელში წარმოიდგინე, რომ ბავშვი ამ ელექტრონულ მოწყობილობაზე დამოკიდებული ხდება! ამიტომ, ნუ გაგიკვირდება, პლანშეტის გამორთმევისას გაღიზიანებას თუ გამოხატავს. ასობით კლინიკური კვლევა ცხადყოფს, რომ ეკრანი დეპრესიას, შფოთვას და აგრესას იწვევს და როდესაც ვიდეოთამაში ადამიანს რეალობისგან სრულიად წყვეტს, ფსიქოზური სიმპტომებიც კი ვლინდება.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

სტატიის ავტორი — დოქტორი ნიკოლას კარდარასი (Dr. Nicholas Kardaras) წერს: „ჩემი 15 წლის კლინიკური საქმიანობა 1000-ზე მეტი თინეიჯერის ქეისს მოიცავს. შედეგად, ძველ აქსიომას მივადექი — ერთ უნცია პროფილაქტიკა ერთ ფუტ მკურნალობას უდრისო, — ეს განსაკუთრებით ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას ეხება. თუ ბავშვი ამით დაავადდა, მისი განკურნება ძალიან ძნელია. 

 ცნობისათვის, მსოფლიო პედიატრთა აკადემიის 2015 წლის განაცხადზე დაყრდნობით, 8-იდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები სხვადასხვა ციფრულ მედიასთან დღეში 8 საათს ატარებენ, თინეიჯერები კი ეკრანებს 11 საათს უთმობენ. ყოველი მესამე ბავშვი პლანშეტებს და სმარტფონებს მოიხმარს მანამ, სანამ ლაპარაკს დაიწყებს. სახელმძღვანელო „ინტერნეტზე დამოკიდებულების“ ავტორი — დოქტორი კიმბერლი იანგი (Dr. Kimberly Young) კი აცხადებს, რომ აშშ-ში სკოლის დამამთავრებელი კლასების 18 პროცენტი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულია.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

როგორ დავიცვათ შვილი ამ დაავადებისგან? ეს იოლი არ არის.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

აუხსენი ბავშვს გულახდილად, ტექნოლოგიებთან მჭიდრო კონტაქტს რატომ უშლი და გააკონტროლე, რომ ჭამის დროს მაგიდაზე ელექტრონული მოწყობილობები არ იდოს . რაც მთავარია, პირადი მაგალითი გადამდებია,ნუ გახდი შვილს „გაფანტული მშობლის სინდრომის“ მსხვერპლად. უთხარი, რომ ბავშვები თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან, რაც შემდეგ მათ ცხოვრებაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს: კალათბურთს კვლავინდებურად კარგად ვეღარ ითამაშებენ, ვერც საინტერესო წიგნებს წაიკითხავენ, ნაკლებად დაინტერესდებიან მეცნიერებით და ბუნებით და რეალურ ცხოვრებაში მეგობრებთან კონტაქტიც გაუჭირდებათ. 

განვითარების დეფექტებზე მომუშავე ფსიქოლოგები ბავშვის ჯანსაღი ზრდის აუცილებელ ატრიბუტებად სოციალურ ინტერაქციას, შემოქმედებით, წარმოსახვით თამაშებს და რეალოურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას ასახელებენ. სამწუხაროდ, კომპიუტერული თამაშები ამ ყველა აქტივობას ახშობს.

როგორ ეჯაჭვება ბავშვი ეკრანს

თანაც, თუ ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, მოწყენილია ან თანატოლებთან კონტაქტს ვერ ამყარებს, შვებას სწორედ ციფრულ სამყაროში ჰპოვებს, გამოსავალი კი მისი რეალურ აქტივობებში ჩართვაა — ასეთ დროს ბავშვი ციფრული ფანტაზიების მსხვერპლი იშვიათად ხდება. პატარა შეიძლება ძალიან მარტივად გახდება თამაშზე დამოკდიებული. სხვა თუ არაფერი, ყოველი მე-10 ადამიანი დამოკიდებულობის ტენდენციებისკენაა მიდრეკილი.

 



წყარო: <a href="http://nypost.com/2016/08/27/its-digital-heroin-how-screens-turn-kids-into-psychotic-junkies/">NEW YORK POST</a>