სილამაზე

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

1. ბეწვი ხდება უფრო სქელი და უხეში, თუ საპარსით მოიშორებთ.

სინამდვილეში საპარსი არანაირ გავლენას არ ახდენს ბეწვის სისქეზე, სიუხეშესა და ზრდის სიჩქარეზე. უხეში თმის ეფექტი, რომელიც ჩნდება გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღეში, იქმნება დაბლაგვებული ბოლოების გამო. რაც უფრო გრძელი იზრდება თმა, მით უფრო რბილი გვეჩვენება.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

2. შოკოლადი იწვევს აკნეს.

მხოლოდ ნაწილობრივ. სინამდვილეში ნებისმიერი შაქრისშემცველი პროდუქტი, რომელსაც მიეკუთვნება რძიანი შოკოლადიც, იწვევს სისხლში გლუკოზის მკვეთრ მომატებას, რაც გავლენას ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე და შეიძლება ნეგატიურად აისახოს კანის მდგომარეობაზე. სხვა საქმეა შავი შოკოლადის რამდენიმე ნატეხი კაკაოს მაღალი შემცველობით, რომლებიც არანაირად არ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

3. კიტრი ეხმარება თვალებს შეშუპების მოშორებაში

მართალია, „ა“ და „ე“ ვიტამინების წყალობით კიტრის ნიღაბი ამცირებს შეშუპებას და ეხმარება უჯრედების რეგენერაციას. ამასთანავე ასეთ ნიღაბს გააჩნია გამაღიავებელი ეფექტი და ის ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციასა და მუქ წრეებს.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

4. თმის თერმოდამცავი სპრეი ესაჭიროება მხოლოდ მათ, ვინც მუდმივად სარგებლობს ფენითა და უთოთი.

მზის სხივები შედარებით უფრო ნეგატიურად მოქმედებენ თმის მდგომარეობაზე, ვიდრე ვარცხნილობის გაკეთებისას ცხელი ინსტრუმენტების გამოყენება. სტილისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ თერმოდამცავი სპრეი არა მხოლოდ ვარცხნილობის წინ, არამედ ყოველთვის, როცა გადიხართ გარეთ, განსაკუთრებით წელიწადის თბილ პერიოდში.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

5. შამპუნი ხშირად უნდა შეცვალო, იმიტომ რომ თმა ეჩვევა მას და ის აღარ მუშაობს.

შამპუნს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - ჭუჭყისგან გაასუფთაოს თავის კანი და თმა. რასაც არ უნდა შეგპირდნენ მწარმოებლები ეტიკეტზე, სხვა ეფექტი შამპუნს არ გააჩნია, ბალზამისა ან ნიღბისგან განსხვავებით. ამიტომ, თუ მოგწონთ შამპუნი, შეგიძლიათ მუდმივად გამოიყენოთ ის.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

6. კბილის პასტა დაგეხმარებათ გამონაყარის მოშორებაში.

კბილის პასტა შეიცავს მენთოლს, რომელმაც ღია ჩირქოვან გამონაყარზე მოხვედრით, შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. თუმცა, თუ ის დახურულია და ანთებითი პროცესის გარეშეა, კბილის პასტას შეუძლია აკნე გამოაშროს, ყველაფერს ჯობია გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

7. კანი უხეშად გაიწმინდეთ, თუ გინდათ, რომ ჭუჭყი ბოლომდე ამოიღოთ

კანის დაჭიმულობის შეგრძნება - სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ის კარგად არის გაწმენდილი. კანის პრიალი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ან არასწორი დასაბანი საშუალება შეარჩიეთ ან ზედმეტად ხშირად იბანთ კანს. კოსმეტოლოგები გვირჩევენ ავირჩიოთ რბილი დასაბანი საშუალებები და აუცილებლად დავატენიანოთ კანი პროცედურის შემდეგ.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

8. ჩვენ ვერ ვგრძნობთ საკუთარ სუნამოს

მართალია. სუნამოს შესხურებიდან რაღაც დროის შემდეგ ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ სუნამოს სუნს. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ გარშემომყოფებიც ვერ გრძნობენ მას. სინამდვილეში ჩვენი რეცეპტორები ეჩვევიან სუნს და აღარ ამჩნევენ მას, გარშემომყოფები კი ისევ გრძნობენ მას. ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტად ბევრი სუნამოს შესხურება.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

9. თუ თქვენ უკვე ცოტათი გაირუჯეთ, მაშინ არ გემუქრებათ მზის დამწვრობა

სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, უჯრედები, რომლებიც უკვე დაზიანდა მზის სხივებით, უფრო მეტ პიგმენტს გამოყოფენ, რამაც შეიძლება სერიოზულ შედეგამდე მიგიყვანოთ. არ არსებობს ისეთი ცნება, როგორც „უსაფრთხო რუჯი“. მაგრამ თუ გადაწყვიტეთ გარუჯვა, გამოიყენეთ მზის დამცავი კრემები.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ

10. არ შეიძლება ზეთის დატანება ცხიმიან კანზე

ცხიმიანი კანი უფრო მეტ დატენიანებას საჭიროებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. სწორედ მუდმივი გამოშრობის გამო ორგანიზმი გამოიმუშავებს კანის მეტ ზეთს, რათა დაატენიანოს ის. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეარჩიეთ ზეთოვანი საშუალებები კანის გასაწმენდათ და დასატენიანებლად.

თავის მოვლის 10 მითი, რომლებსაც უსიტყვოდ არ უნდა დაუჯეროთ



<a href="http://www.marieclaire.co.uk/">http://www.marieclaire.co.uk/</a>