ქალის მომხიბვლელობის 15 საიდუმლო - ის, რასაც ვერც ერთი მამაკაცი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს
- 20.03.2017
ქალისთვის მამაკაცის ჭკუიდან გადაყვანა უმარტივესია, თუმცა ზოგიერთმა ქალბატონმა ამის შესახებ არ იცის.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლითაც ნებისმიერ ქალს შეუძლია ისარგებლოს. მამაკაცი კი, ცდუნებას უბრალოდ ვერ გაუძლებს.
1. როცა ქალი ვნებიანად კბენს თავის ტუჩს - შეუძლებელია ამ დროს მამაკაცმა ცდუნებას გაუძლოს.
2. გლუვი კანი - არაფერია იმაზე უფრო სექსუალური, ვიდრე ქალი გლუვი და პრიალა კანი. უმიზეზოდ არაა, რომ ქალებმა თმის მოშორება სხეულიდან ჯერ კიდევ უძველესი, ეგვიპტური და რომაული ცივილიზაციების დროს დაიწყეს.
3. მკაცრი ვარცხნილობა - პირველ რიგში, ასეთი ვარცხნილობა უფრო საქმიან ქალბატონად წარმოგაჩენთ, ამავდროულად, ის ძალიან სექსუალურია.
4. უჩვეულო „ლუქი“ - როცა მამაკაცი ქალს უჩვეულო ფორმაში ხედავს, ის მისთვის უფრო საინტერესოა და უჩნდება სურვილი მისი გაცნობის. კრეატიულ ადამიანებს ყველას მოხიბვლა შეუძლიათ. ტატუები და ცისფერი თმა შეიძლება საუბრის დაწყების კარგი მიზეზი გახდეს.
5. ჩაიცვით მისი პერანგი - მამაკაცი გიჟდება, როცა თავის სამოსში გხედავთ, თვლის, რომ თავადაა თქვენს სხეულზე მოხვეული.
6. იდუმალი მზერა - ეს განსაკუთრებული მაგიაა. ასეთი მზერით წლებია ვარსკვლავები გვაჯადოებენ გლამურული ჟურნალების ფურცლებიდან, პოსტერებიდან. ახლა თქვენი დროა!
7. თავდაჯერებულობა - როცა ქალი დარწმუნებულია რომ ლამაზია, ის ყველას ყურადღებას იპყრობს. ოღონდ ფრთხილად, თავხედობაში თავდაჯერებულობა თავხედობაში არ უნდა გადაიზარდოს.
8. მოშიშვლებული მხრები - ლამაზი, მომრგვალებული და მოშიშვლებული მხრები მამაკაცს თქვენთან ყოფნის და თქვენი დაცვის სურვილს უღვივებს. ასეთი სტილი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს.
9. ლამაზი სიარული ქუსლიან ფეხსაცმელზე - ზოგიერთ ქალს ეზიზღება ქუსლიანი ფეხსაცმელი და ზოგიერთს ვერც წამოუდგენია მის გარეშე ცხოვრება. ქალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიცვას, თუ დარწმუნებულია, რომ მათზე სიარული შეუძლია, სხვა შემთხვევაში მთელი ჯადოქრობა გაქრება და თქვენ სასაცილოდ გამოჩნდებით.
10. სექსუალური ხმა - სექსუალურ ხმას, ისეთს, როგორიც მერლინ მონროს ჰქონდა, მამაკაცებზე „ვიაგრას“ ეფექტი აქვს.
11. სქელი ტუჩები - რბილი და სქელი ტუჩები, მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით შეღებილი, თქვენი მომხიბვლელობის გარანტია.
12. ელეგანტურობა - ელეგანტურობა ქალს სრულყოფილ იერს ანიჭებს. ის ქალს იდუმალს ხდის.
13. ჭორფლი - ჭორფლიანი ქალები ძალიან ქალურებად მიაჩნიათ. მამაკაცებში ასეთი ქალბატონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
14. გამჭვირვალე სათვალე - სათვალე მიუწვდომელისა და მკაცრი ადამიანის იმიჯს გიქმნით. ეს კი, მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს.
15. გულწრფელი სიცილი და ღიმილი - ზოგჯერ გოგონები ფიქრობენ, რომ სიცილმა შეიძლება მათ იმიჯს ჩრდილი მიაყენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა მამაკაცი ეთაყვანება ქალს, რომელიც გულწრფელ ემოციებს გამოხატავს.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>