როგორც ქართული საზოგადოების, ასევე მსოფლიო მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული იმის შესახებ, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. იგი გენეტიკური მდგომარებაა, რასაც სხვაგვარად ტრისომია ეწოდება და ამ სინდრომის მქონე პირებს ყველა უჯრედში 46-ის ნაცვლად 47 ქომოსომა აქვთ. სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები, დაუნის სინდრომის მქონე შვილი შესაძლოა გააჩინოს ნებისმიერმა ადამიანმა, განურჩევლად სოციალური კუთვნილებისა, რასისა და ასაკისა. ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი, მოუსმინონ მათ და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გააგონეთ თქვენი ხმა საზოგადოებას, უთხარით მას ხმამაღლა: მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
თემები: დაუნის სინდრომის ცნობადობა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია