LIFE

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

საუკუნეების განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ ქალის ცხოვრების მთავარი მიზანი დედობა იყო. საზოგადოებას ძალიან ეცოდებოდა ის ქალები, ვისაც შთამომავალი არ ჰყავდათ.

მიუხედავად არსებული მითისა, არსებობენ წარმატებული ქალები და წარუმატებლებიც, რომლებიც შვილის გარეშეც ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს.

1. ჯენიფერ ანისტონი

ალბათ 50-ჯერ მაინც გავრცელდა ინფრომაცია, რომ ანისტონი ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ 47 წლის ვარკვლავი, სერიალ „მეგობრებიდან“ ამ ასაკშიც შვილის გარეშე ცხოვრობს და ძლაიან ბედნიერია.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

2. ჰელენ მირენი

ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა მსახიობმა აღნიშნა, რომ მას უბრალოდ არ ჰქონდა დედობრივი ინსტიქტი და არ თვლიდან საჭიროდ რომ მხოლოდ ვალდებულების გამო გაეჩინა ბავშვები.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

 3. ოპრა უინფრი

„იმისათვის, რომ კარგი დედა ვყოფილიყავი, მოთმინება არ მეყოფოდა...“ - აცხადებს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში. ოპრა აფრიკაში ობოლ გოგონებს ეხმარება და მათთვის ლიდერთა აკადემიაც კი დაარსა.

თავად 14 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ბავშვიც გააჩინა, რომელიც მალევე დაიღუპა.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

4. კაილი მინოუგი

48 წლის მომღერალს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს პოპულარობა, თუმცა მისი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ვერ იჯერებენ, რომ ის არასოდეს გახდება დედა.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

 5. კამერონ დიასი

საზოგადოების მხრიდან ამის გამო საკმაოდ მძიმე ზეწოლას განიცდის, მაგრამ მსახიობი აცხადებს, რომ უბრალოდ არ უნდა შვილები, რადგან მიაჩნია, რომ საკუთარ თაში ვერ პოულობს ძალას, რომ 24 საათი ბავშვზე ზრუნვაზე იფიქროს. მეგობრობა კი უშვილო ქალებთან უფრო გამოსდის.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

6. რენე ზელვეგერი

რენე მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ ჩათვლიან არასრულფასოვნებად ქალებს, რომლებმაც ოჯახები ვერ შექმნეს.

„არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სპეციალურად გამეჩინა შვილი ან გამეკეთებინა რაღაც, რაც გარშემო მყოფთა აზრით, ადამიანს აბედნიერებს.“ - აცხადებს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობი.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

7. დიტა ფონ ტიზი

„არ ვთვლი, რომ რადგან შვილი არ მყავს შეუმდგარი ქალი ვარ“ - აცხადებს მომღერალი და თვლის, რომ ძალიან ბედნიერია.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

8. ვაინონა რაიდერი

ვაინონა შიშობს, რომ შვილი ხელს შეუხლისა მის წარმატებულ კარიერას და დედად საკუთარ თავს ვერ ხედავს. მას იმ როლების შესრულებაც კი უჭირს, სადაც მზრუნველი დედა უნდა ითამაშოს.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ

9. კიმ კეტროლი

58 წლის მსახიობს სამი ქორწინების მიუხედავად არცერთი შვილი არ ჰყავს. ეს მისი მიზანმიმართული არჩევანია. "უშვილო - შეურაცხმყოფელი მიმართვაა ქალისთვის, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გახდა დედა". - აცხადებს კიმი.

ვარსკვლავები, რომლებიც შვილის გარეშეც ბედნიერად ცხოვრობენ