ბედნიერების 5 წესი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანებისგან - იცხოვრეთ დანიელების მსგავსად
- 25.03.2017
დანიელები წლებია მსოფლიოს ბედნიერ ქვეყნებს შორის ლიდერობენ. დანიაში მცხოვრები ბრიტანელი ჟურნალისტი ჰელენ რასელი დანიელების ბედნიერების საიდუმლოს ამოხსნას შეეცადა.
როგორც ჰელენი აღწერს, თავადაც სცადა დანიელების მსგავსად ეცხოვრა და დარწმუნდა, რომ ცხოვრების წესი განსაზღვრავს ადამიანთა ბედნიერებას.
ჰელენი მსოფლიოს დანარჩენ ადამიანებს უზიარებს დანიელების დამახასიათებელ რამდენიმე წესს და წერს, რომ სწორედ ამ წესების დაცვაა მათი ბედნიერების რეცეპტი.
„აქ ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, საკუთარ თავზე ზრუნვას უფრო მეტ დროს უთმობენ, დიდ ყურადღებას აქცევენ მცირე, მაგრამ ბედნიერების მომტან დეტალებს. ასევე, ბედნიერების ერთიერთი განმსაზღვრელი სახლის დეკორაციაა. ყველა დანიელის სახლში დგას სასაუზმო მრგვალი მაგიდა და ოჯახის წევრები აქ ყოველთცის ერთად მიირთმევენ. ისინი ახლოს არიან ერთამანეთთან, უზიარებენ გრძნობებს, იღებენ მხარდაჭერას“, - წერს რასელი.
გთავაზობთ ბედნიერების 5 საიდუმლოს. სცადეთ, იცხოვროთ დანიელების მსგავსად და იყოთ ბედნიერები:
1. უფრო მეტი ნდობა - ჰელენ რასელის აზრით, ეს არის უპირველესი მიზეზი, რის გამოც დანიელები ბედნიერები არიან. სცადეთ თავადაც და თავს უკეთესად იგრძნობთ. გარშემომყოფი ადამიანების ნდობა უფრო თავდაჯერებულს და ბედნიერს გაგხდით;
2. იზრუნეთ საკუთარ თავზე - გახსოვდეთ, რომ სიამოვნების და ბედნიერების განცდის მოტანა მარტივ რაღაცებსაც შეუძლია. მაგალითად - მოეწყვეთ სანთლის შუქზე ფინჯანი ყავით, მიირთვით ტკბილეული. ეს საუკეთესო განტვირთვა იქნება თქვენთვის. შეუქმენით საკუთარ თავს მყუდრო გარემო. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე;
3. სამსახურიდან წადით დროულად და ნუ გაატარეთ იქ დამატებით დროს - თუ თქვენ ჰილარი კლინტონი არ ხართ, არაფერი დაშავდება, რომ სამსახურიდან დროულად წახვიდეთ. გაატარეთ ეს დრო ოჯახთან ერთად, დაკავდით ჰობით, ან უბრალოდ ისეირნეთ.
4. იცხოვრეთ სპორტულად - დანიელები სპორტულ ცხოვრებას მისდევენ - ცურავენ, დარბიან, სეირნობენ ველოსიპედით. გაატარეთ დრო გარეთ, ბუნებაში. ამ დროს ბედნიერების ენდორფინები გამოიყოფა და თავს კარგად იგრძნობთ.
5. გაალამაზეთ სახლი - დანიელები დი პატივს სცემენ დიზაინს, ხელოვნებას და ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ასახავენ. ლამაზი სახლი არის ნაბიჯი ბედნიერი სახლის შესაქმნელად. როცა სასიამოვნო გარემოა, ეს ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.stylist.co.uk/">http://www.stylist.co.uk/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია