LIFE

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

იმისთვის, რომ დანაზოგი გაზარდოთ და ფული არასოდეს გამოგელიოთ, აუცილებელია, გქონდეთ გარკვეული უნარები. ერთი შეხედვით მცირე ქმედებებით შეგიძლიათ საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვოთ.

1. შეაგროვეთ ხურდა ფული - აუცილებლად უნდა გქონდეთ ყულაბა, სადაც ხურდა ფულს შეაგროვებთ. ნუ წაგძლევთ სურვილი და ეცადეთ, თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან.

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

2. შეეშვით ძვირადღირებული და გამოუსადეგარი პროდუქციის შეძენას - შეეშვით ძვირადღირებული და გამოსადეგარი ნივთების შეძენას და ისწავლეთ ფულის დაზოგვა. შეგიძლიათ, იაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით საკუთარი მანქანის ნაცვლად, ასე საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და სწორედ პრიორიტეტების შესაბამისად გადაანაწილეთ ფინანსები.

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

3. ყურადღებით შეადგინეთ სურსათის სია - თუ თქვენი საკვების რაციონში არის ისეთი რამ, რაც რეალურად არ სჭირდება თქვენს ორგანიზმს შეგიძლიათ ამოიღოთ რაციონიდან და ფული დაზოგოთ;

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

4. ყოველთვის შეადარეთ ფასები - ეს ეხება ყველაფერს რის ყიდვასაც გეგმავთ. ჯერ შეადარეთ ფასები და ამის შემდეგ იყიდეთ სასურველი პროდუქტი, ან ნივთი. ამით თავს აარიდებთ შეუსაბამო ფასის გადახდას;

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

5. თუ ნივთის განვადებით შეძენას აპირებთ, შეარჩიეთ ყველაზე ხელსაყრელი პირობები - შეადარეთ პროცენტები ერთმანეთს. რა თქმა უნდა, თუ შანსი გაქვთ ჯობს ნივთი უპროცენტო განვადებით შეიძინოთ. აუცილებლად შეადარეთ განვადების პირობები, რომლებსაც ბანკები გთავაზობენ და შეარჩიეთ საუკეთესო.

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

6. ისარგებლეთ ფასდაკლებებით - უნდა იცოდეთ, როდისაა ფასდაკლებები და ყველაზე დიდი შესყიდვები სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიეთ.

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ

7. ინვესტიცია ჩადეთ მხოლოდ ხარისხიან პროდუქტში - ფულის დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი იაფი პროდუქციის ყიდვას ამჯობინებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგანაც იაფი პროდუქცია შეიძლება მალე გაფუჭდეს. ამიტომ სჯობს თანხა შეაგროვოთ და ინვესტიცია ძვირადღირებულ, მაგრამ ხარისხიან საგნებზე შეაჩეროთ, რომელიც დიდხანს გაძლებს.

7 მარტივი გზა იმისთვის, რომ ფული არასოდეს გამოგელიოთ



<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>