ბედნიერებისთვის სასიყვარულო ურთიერთობა არ გჭირდებათ - მეცნიერების დასკვნა, რომელიც მარტოხელებს გაახარებთ
- 02.04.2017
ჩვენ ვიზრდებით ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები ორიენტირებულნი არიან სასიყვარულო ურთიერთობებზე, პარტნიორის პოვნაზე და თუ დიდი ხანი ვერ ვპოულობთ პარტნიორს, ეს ანომალიად მიიჩნევა.
მარტოხელა ადამიანები ზოგჯერ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. გავრცელებული აზრია, რომ მხოლოდ ის ადამიანები არიან ნამდვილად ბედნიერები, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სტერეოტიპია და მარტოხელებსაც შეუძლიათ თავი ბედნიერად იგრძნონ და სასიყვარულო ურთიერთობა ამას სულაც არ სჭირდება.
რამდენად ბედნიერები არიან მარტოხელა ადამიანები? - გადავხედოთ ამ სფეროში ექსპერტის, პაულა დიპაულოს კვლევას.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, აშშ-ში მოზრდილი ადამიანების ნახევარზე მეტი მარტოხელაა. მათი უმეტესობა კი, ქალია და ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ. ისინი არანაკლებ ბედნიერები არიან, ვიდრე დაქორწინებულები, ან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ პარტნიორი.
მარტოხელა ადამიანებს, როგორც წესი, ჰყავთ ძალიან ბევრი მეგობარი, ადამიანებთან აკავშირებთ ნამდვილი მეგობრობა და ეს მათ აბედნიერებთ. თუ თქვენ დაქორწინებული ხართ და გყავთ შვილები, შეგიძლიათ იგივე თქვათ?
მარტოხელა ადამიანებს, აქვთ ახლო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან - მშობლებთან, დედმამიშვილებთან, ბიძებთან, დეიდებთან და მამიდებთან, ბიძაშვილებთან. საერთოდ, ისინი უფრო კომუნიკაბელურები არიან, არ არიან გადატვირთულები საოჯახო საქმეებით.
კვლევის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს.
ასე რომ თუ თქვენ ჯერ არ გიპოვიათ პარტნიორი, ან არ ხართ დარწმუნებული რომ გსურთ დათმობებზე წასვლა(ამას სასიყვარულო ურთიერთობა ყოველთვის მოითხოვს), ან უბრალოდ არ გსურთ, რომ დარჩენილი ცხოვრება ვინმესთან ერთად გაატაროთ, ძალიან ბევრი რამ არსებობს, რაც ბედნიერებას მოგიტანთ.
ნუ ჩათვლით, რომ მხოლოდ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები არიან ბედნიერები. ეს მხოლოდ სტერეოტიპია.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://bigthink.com">http://bigthink.com</a>