მსოფლიოს 25 ყველაზე მდიდარი, ბედნიერი, ჯანსაღი და მოწინავე ქვეყანა
- 02.04.2017
ლონდონში არსებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, ლეგატუმმა გამოაქვეყნა ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც ინსტიტუტის საქმიანობის განმავლობაში რიგით მე-10 კვლევაა. იგი მოიცავს იმ ქვეყნების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც გლობალური კეთილდღეობის ინდექსით ყველაზე წარმატებული ქვეყნების სიას ქმნიან.
როგორც ირკვევა, გლობალური კეთილდღეობის ინდექსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა, კვლევის ავტორი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს რომლებიც, დიდ გავლენას ახდენენ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.
კვლევის ავტორებმა, ბუნებრივია, ისარგებლეს ისეთი მაჩვენებლებით, როგორიც არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა, ასევე დიდი ყურადღება დაეთმო ისეთ მაჩვენებლებსაც, როგორიცაა, უსაფრთხო ინტერნეტ სერვისები ქვეყანაში, ჯანდაცვის პროგრამები, ეკონომიკური ხარისხი, ბიზნეს გარემო, მმართველობის გამჭვირვალობა, განათლების ხარიხსი და ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, პირადი თავისუფლება, სოციალური კაპიტალი, ბუნებრივი გარემო და ა.შ.
TREND. გთავაზობთ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, ბედნიერი და ჯანსაღი ქვეყნების ჩამონათვალს:
25. პორტუგალია - პორტუგალია ამ ჩამონათვალში პირადი თავისუფლების ძალიან მაღალი მაჩვენებლის მეშვეობით მოხვდა. საერთო შეფასებით, იგი აკმაყოფილებდა ყველა ინდექსს მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყნის ჩამონათვალში მოსახვედრად, გარდა ერთისა. მაგრამ თავისუფლების მაჩვენებლით ქვეყნების საერთო ჩამონათვალში მე-10 ადგილს იკავებდა.
24. მალტა - ეს პატარა ხმელთაშუა ზღვის კუნძული გამოირჩევა მისი უდიდესი სოციალური კაპიტალით და ამიტომაც იკავებს ამ სიაში საპატიო ადგილს.
23. ჰონგ კონგი - მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერები დღემდე არ აღიარებენ ჰონგ კონგის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას, იგი მაინც დამოუკიდებელ ქვეყნად განიხილეს კვლევის ავტორებმა და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი მაჩვნებლით, განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. თუმცა, უნდა გამოვარჩიოთ იმით, რომ აქ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესი ბიზნეს გარემოა.
22. იაპონია - მიუხედავად იმისა, რომ იაპონია, შესაძლოა, განიცდის ეკონომიკურ სტაგნაციას, იგი მაინც რჩება ყველაზე წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. როგორც ირკვევა, იაპონიაში განსაკუთრებით დაცულია ადამიანების უსაფრთხოება და ასევე, გამოირჩევა ჯანდაცვის სისტემით.
21. ესპანეთი - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ესპანეთის ჩრდილოეთში, პოლიტიკური პრობლემები საკმაოდ აქტუალური გახლდათ, ესპანეთი თავისუფალი გარემოსა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით მაინც იკავებს წარმატებულ ქვეყნებს შორის ადგილს.
20. სლოვენია - ამ ჩამონათვალში იგი დამსახურებულ და ღირსეულ ადგილს იკავებს ბუნების სიჯანსაღისა და მოვლის თვალსაზრისით ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით.
19. სინგაპური - იგი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი და ფინანსური ცენტრი. სინგაპურში ასევე მაღალია ცხოვრების დონე და ხარისხი, გამოირჩევა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
18. საფრანგეთი - მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით საფრანგეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა, ცოტამ იცოდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთი გამოირჩევა ბუნებრივი და თავისუფალი გარემოთი.
17. ამერიკის შეერთებული შტატები - მიუხედავად იმისა, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ამერიკამ წარმატებული ქვეყნების სიაში უკან დაიხია ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, იგი რჩება თავისუფალი ბიზნეს გარემოს მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად. შესაძლოა, დონალდ ტრამპის სლოგანი "გავხადოთ ამერიკა ისეთივე შესანიშნავი, როგორიც იყო" - სწორედ ამით არის განპირობებული.
16. ბელგია - პიროვნული თავისუფლებისა და განათლების მაღალი დონით, ბელგია კვლავ არ ტოვებს წარმატებული ქვეყნების რიგებს.
15. ავსტრია - ცენტრალური ევროპის ეს პატარა ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოწინავე ქვეყნების სიაშია.
14. ისლანდია - იზოლირებული ევროპის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ მცირეა, გამოირჩევა პიროვნული თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სოციალური კაპიტალის მაღალი მაჩვენებლით.
13. ირლანდია - პიროვნული თავისუფლება და განათლების მაღალი დონე არის ის, რაც ირლანდიას გამოარჩევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან.
12. ლუქსემბურგი - იგი გამორჩეულია ჯანდაცვის თითქმის სრულყოფილი სისტემითა და პიროვნული თავისუფლებით.
11. გერმანია - ევროპის ეკონომიკური ცენტრია და შესაბამისად, სწორედ ეკონომიკური მაჩვენებლით გამოირჩევა. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა.
10. დიდი ბრიტანეთი - ბიზნეს გარემო და უსაფრთხოება ბრიტანეთის ყველაზე ძლიერ მხარეებად რჩება.
9. დანია - სკანდინავიის ქვეყნები მსგავს სიებში ყოველთვის მოწინავე ადგილებს იკავებენ და ალბათ, არც ის არის ვინმესთვის გასაკვირი, რომ დანია დაცულობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა.
8. შვედეთი - ეკონომიკის ხარისხი, მმართველობის გამჭვირვალობა - აი რა გამოარჩევს შვედეთს.
7. ნიდერლანდები - როგორც განათლების მაღალი ხარისხი, ასევე, ეკონომიკური სიძლიერეა იმის მიზეზი, რომ ჰოლანდია, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ითვლება.
6. ავსტრალია - ცხოვრების წესი და მუდამ კარგი ამინდია ამის მიზეზი თუ სხვა, ჩამოთვლილთაგან დამოუკიდებელი მიზეზები განსაზღვრავენ ამ ქვეყნის წარმატებას უცნობია. იგი სოციალური კაპიტალის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
5. კანადა - პიროვნული თავისუფლება, ბიზნეს გარემო, სოციალური კაპიტალი - ეს არის იმის მიზეზი, რომ კანადა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულს ხსნის.
4. შვეიცარია - ფანტასტიკური განათლების სისტემა, უსაფრთხოება და ჯანდაცვა განსაზღვრავს შვეიცარიის წარმატებას.
3. ფინეთი - ფინეთმა დამსახურებული მესამე ადგილი მსოფლიოში საუკეთესო მმართველობის გამო დაიკავა.
2. ნორვეგია - ნორვეგია ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დედამიწაზე. მას მაღალი მმართველობის მაჩვენებელიც გამოარჩევს.
1. ახალი ზელანდია - მმართველობის გამჭვირვალობა, ბიზნეს გარემო, სოციალური კაპიტალი და განვითარებული ეკონომიკა გახდა იმის მიზეზი, რომ ახალმა ზელანდიამ თვით ნორვეგიაც კი უკან მოიტოვა და დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის.
თემები: წარმატებული ქვეყნები, ეკონომიკა, მმართველობა, ბედნიერი ქვეყანა, პიროვნული თავისუფლება, განათლების ხარისხი, ჯანდაცვა
thisisinsider.com