უსიამოვნოა იმის გააზრებაც, რომ რაღაცის გაკეთება გინდა, მაგრამ იცი, რომ ამას საზოგადოების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვება.
იმისთვის, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ, გთავაზობთ Reddit-ის მიხედვით შედგენილ იმ ქცევათა ჩამონათვალს, რომელთა ჩადენა ყველას გვინდა ,თუმცა სხვებს ვაკრიტიკებთ :)
1. დასვენების დღის აღება გონებრივად გადაღლის მიზეზით.
თუკი სამსახურიდან ეთავისუფლები მაშინ, როცა ფიზიკურად ცუდად ხარ, ესე იგი, შეგიძლია, გონებრივად გადაღლის შემთხვევაშიც ისარგებლო დასვენების დღით.
2. შუადღის ძილი
თუ ბავშვებს შეუძლიათ შუადღეს ძილი, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?
შუადღის ძილი სწორედ ის არის, რაც ჩვენ, მოზარდებსაც, გვჭირდება.
3. მიირთვა სადილი საუზმედ
ან კიდე უკეთესი – სადილზე საუზმე.
რატომ უნდა ჰქონდეს კონკრეტულ საკვებს განსაზღვრული დრო?
4. არ ატარო ბიუსტჰალტერი
უმეტესობა ვერ იტანს ბიუსტჰალტერით სიარულს მთელი დღის განმავლობაში.
ნეტა, საერთოდ რა საჭიროა მისი ტარება?
5. სამუშაოს დაასრულებ თუ არა, წამოდი
თუ გასაკეთებელი აღარაფერი დაგრჩა, რატომ უნდა უნდა იჯდე სამსახურში ისე, თითქოს დაკავებული ხარ?
6. კინოში,კაფეში მარტო სიარული
არაფერია იმაში ცუდი, რომ გარეთ მეგობრების ან პარტნიორის გარეშე გახვიდე. ბევრი ადამიანი უნდა მიეჩვიოს ამას.
7. ხელფასის განხილვა
რატომ ითვლება უტაქტობად იმის კითხვა, რამდენს გამოიმუშავებს შენი მეგობარი? ან გასაუბრებაზე დამსაქმებლისთვის იმავე კითხვის დასმა?
8. შემოთავაზებაზე უარის თქმა, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე
მსგავსი "არა"-ს თქმა რომ შეგვეძლოს, ნაკლები მატყუარა იქნებოდა დედამიწაზე.
როგორ ფიქრობ, კიდევ რა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მიუღებელი?
თემები: წესები, მიუღებელი, ქცევები
წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია