წარსულის სილამაზის სტანდარტები, რომლებიც დღეს დაუჯერებლად გამოიყურება
- 10.04.2017
1. რენესანსის ეპოქა
სილამაზის სტანდარტები იუწყებოდა, რომ ქალს უნდა ჰქონოდა მაღალი, აუცილებლად მომრგვალებული შუბლი, თმის ზრდის ზოლი კი უნდა ყოფილიყო რაც შორს. შედეგად, ქალების უმეტესობას უწევდა თმის გაპარსვა შუბლის ზემოთ, რათა ფორმა მიეცა სახის „სწორი“ ნაკვთებისთვის.
2. მეორე მსოფლოი ომი
ქალის შიშველი ფეხები უწესობად ითვლებოდა, ფულის ხარჯვა ნეილონის კოლგოტებზე კი დაუშვებელი ფუფუნება იყო. შედეგად ყოველ დილით ქალები ფეხებს სპეციალური საღებავით იღებავდნენ, რომელიც იმიტირებდა მუქ კოლჰოტებს.
3. ჩინური ტრადიციები
ფეხებზე შემოხვეული სამედიცინო დოლბანდი ჩინეთში ახლაც გვხდება, მაგრამ იშვიათად. დაახლოებით მე-13 საუკუნიდან 5 წლის გოგონებს მჭიდროდ უბინტავდნენ ტერფებს, რათა ფეხი არ გაზრდილიყო. ეს იწვევდა ძვლებისა და სახსრების საშინელ დეფორმაციას, ბევრი სიარულის შესაძლებლობასაც კი კარგავდა. მაგრამ სილამაზე და იღბლიანი გათხოვების შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
4. უძველესი მაია
მაიას ტომს საკუთარი წარმოდგენა ჰქონდათ სილამაზეზე, კერძოდ - თავის ქალის ფორმაზე. ზოლი ცხვირის წვერიდან შუბლამდე უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად სწორი, რაც, როგორც გვესმის, ადამიანის ანატომიას ეწინააღმდეგება. მაგრამ ინდიელებმა მონახეს გამოსავალი: ახალდაბადებულ ჩვილებს უმზადებდნენ ხის „ჩაჩებს“. რბილი ძვლები უმნიშვნელო ზეწოლის ქვეშ ადვილად იცვლიან ფორმას, და 3 წლის ასაკისთვის „იდეალური“ ფორმა მიღწეული იყო.
5. იაპონია, მე-13-18 საუკუნე
არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა ხუთი საუკუნის მანძილზე იაპონიაში გათხოვილისა და გასათხოვარი ქალის გარჩევა. ოჯახურ სტატუსს ამხელდა ღიმილი: გათხოვების შემდეგ იაპონელი ქალები მაშინვე იღებავდნენ კბილებს შავი საღებავით.
6. ინგლისი, მე-17 საუკუნე
მოდაში იყო საკმაოდ ღრმა დეკოლტე, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. საინტერესო ის არის, რომ არისტოკრატულ ფერმკრთალობაზე მოდის გამო, სილამაზედ ითვლებოდა ძარღვოვანი ნახატი კანზე. იმისათვის რომ ხაზი გაესვათ საკუთარ მაღალ წარმომავლობისთვის, ქალები ლურჯი ფანქრით კისერზე, მკერდზე და მხრებზე ვენებს იხატავდნენ.
7. ევროპა, მე-19 საუკუნე
ხანგრძლივი მოუხერხებელი კორსეტების შემდეგ მოდაში შემოვიდა ე.წ. „გამწევი“ კორსეტები. მათი ამოცანა იყო, რაც შეიძლება განზე გაეწიათ ქალის მკერდი, რათა შეექმნათ უფრო მეტი სივრცე მათ შორის.
8. ძველი საბერძნეთი
მონოწარბი - არისტოკრატული წარმომავლობის ნიშანი იყო. ისინი კი ვინც ბუნებამ ამ საჩუქარით არ დააჯილდოვა, ცდილობდნენ ნახშირით დაეხატათ ან სულაც შუბლზე ჩიტის ბუმბულის ბეწვი დაეწებათ.
თემები: თავის მოვლა, სილამაზე, ქალები, სტანდარტები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>