LIFE

როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა, მეცნიერული დასკვნა

როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა, მეცნიერული დასკვნა

ხშირად რთულია გავარკვიოთ ადამიანი გვატყუებს, თუ სიმართლეს გვეუბნება. ვისმენთ ფაქტებს, ალტერნატიულ ფაქტებს და ვცდილობთ სიმართლის დადგენას.

ფსიქოლოგები ცდილობენ შეისწავლონ და გაანალიზონ როდის იტყუება ადამიანი, თუმცა ამის გარკვევისთვის არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო.

 პროფესიონალი სამართალდამცავებისთვისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამიტომ საკითხის სპეციალისტმა ტიმოთი ლიუკმა და მისმა კოლეგებმა სიმართლის დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს სამართალდამცავებისთვის. ეს მეთოდი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს გამოადგეს იმის ამოცნობაში, თუ როდის გვატყუებენ. 

როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა, მეცნიერული დასკვნა

„მატყუარები და ადამიანები, რომლებიც ამბობენ სიმართლეს განსხვავებული მეთოდებით ცდილობენ ადამიანების დარწმუნებას. ის ვინც იტყუება, საუბრობს რაც შეიძლება ცოტას, გვაწვდის მცირე ინფორმაციას იმიტომ, რომ არ სურს გამოიჭირონ რაიმე შეუსაბამობაში. ხოლო ის, ვინც სიმართლეს ამბობს, საუბრობს ბევრს, დასაბუთებუბულად და დამაჯერებლად, რადგანაც არაფერი აქვს დასამალი“, - წერს ლიუკი.

ლიუკი გვირჩევს, რომ როცა ვინმეს გამოტეხვა გვსურს უნდა გამოვიყენოთ ე,წ, ძაბრისებური მეთოდი. ეს მეთოდი გულისხმობს შემდეგს - პირველი კითხვა უნდა იყოს ზოგადი, ხოლო შემდეგი კითხვები უფრო კონკრეტული.

განვიხილოთ ჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც შეიძლება ყოველ დღე ხდებოდეს - დავუშვათ, თქვენი თანამშრომელი გეუბნებათ, რომ მეილი გაგზავნა და მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ მას ეს არ გაუკეთებია. თავდაპირველად აუცილებლად ჰკითხეთ მას - „მეილი რომ გაგზავნე რა პასუხი მიიღე?“

შეიძლება გითხრათ, რომ პასუხი არ უნახავს. დაავალეთ, რომ ნახოს. მოსალოდნელია გითხრათ, რომ პასუხი არ მიუღია. სთხოვეთ რომ გაჩვენოთ გაგზავნილი მეილი და აუცილებლად ელოდეთ, რომ ტყუილების ახალი კასკადი წამოვა. სავარაუდოდ, გეტყვით, რომ მეილი წაშალა. აუცილებლად დასვით კიდევ უფრო მეტი კითხვა საკითხის გარშემო და სიმართლე აუცილებლად მალე გაირკვევა. თუ ის ტყუის, დამალვას დიდხანს ვერ შეძლებს და აუცილებლად იტყვის ისეთ ფაქტებს, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ არა, მეცნიერული დასკვნა

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტურია სიმართლის გარკვევის ახალი მეთოდი, ჩატარდა კვლევა, რომელშიც ე.წ. ეჭვმიტანილი იყო 59 ადამიანი. მათი ასაკი 19-დან 74 წლამდე მერყეობდა. დაკითხვას კი 59 სტუდენტი აწარმოებდა.

სტუდენტებს უნდა გაერკვიათ, ეჭვმიტანილებიდან რომელი ამბობდა სიმართლეს და რომელი იტყუებოდა. მოაწყვეს ქურდობის იმიტაცია (ქურდობაში მხოლოდ მათი ნაწილი იყო ჩართული) შემდეგ კი, კვლევაში ჩართული ადამიანები ორ ჯგუფად გაყვეს.

ერთ ჯგუფში შედიოდნენ სტუდენტები, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, ხოლო მეორეში ისინი, ვისაც არ გაუვლია.

აღმოჩნდა, რომ ახალმა მეთოდმა გაამართლა. 65-მა პროცენტმა გამოიცნო, რომელი იტყუებოდა და რომელი ამბობდა სიმართლეს, ხოლო ვისაც ტრენინგი არ გაუვლია მათგან მხოლოდ 45-მა პროცენტმა დაადგინა სიმართლე.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>