სტილი

ჩინური ჩუსტები

ჩინური ჩუსტები

ყველაფერი, მით უმეტეს მოდა, თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება. განსაკუთრებით კი წელს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, შევხვდებით 90-იანი წლების ტრენდს, იქნება ეს “ჩოკერები”, ლატექსის ტანსაცმელი თუ სხვა. ზუსტად ასე ბრუნდება მოდაში ჩინური ჩუსტები.


დიახ, სწორად გაიგეთ, რამდენიმე დიზაინერმა 2017 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე ინტენსიურად გამოიყენა ისინი და ცდილობდა მათ “უკან” დაბრუნებას.

BO-1 Multipic:

ბადით მორთული ჩუსტები, რომელთა შეძენა ცისარტყელას ნებისმიერ ფერში არის შესაძლებელი, გამოჩნდა ისეთი დიზაინერების ჩვენებებზე, როგორებიც არიან Alice + Olivia, Gypsy Sport და Noon by Noor. ნიშნავს ეს იმას, რომ მალე მათი შეძენა Zara-სა და H&M-ის მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი?
დრო გვაჩვენებს. მანამდე მოუსმინეთ რაიმე დავიწყებულ მელოდიას, დატკბით მოგონებებით და დააკვირდით, თუ როგორ იყენებენ დიზაინერები ჩინურ ჩუსტებს მოდის ახალ ტენდენციებთან ერთად.

ჩინური ჩუსტები
ჩინური ჩუსტები