LIFE

საკუთარი რობოტი ყველას - ტრენდი იაპონიიდან

საკუთარი რობოტი ყველას - ტრენდი იაპონიიდან

წლების წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ დადგებოდა დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი გვექნებოდა, ამ სტატიას კი ინტერნეტში წავიკითხავდით. 21 საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა და, ცხადია, ტრენდებიც სწორედ მათ უკავშირდებათ.

საკუთარი რობოტი ყველას - ტრენდი იაპონიიდან

ერთ-ერთი ასეთი ტრენდი სულ მალე თითოეულ ჩვენგანს საკუთარ რობოტს გვპირდება, რომელიც თურმე ყოველდღიურ საქმიანობაშიც დაგვეხმარება. რობოტის გაყიდვას მომდევნო წლიდან ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ იაპონიაში დაიწყებს და ადამიანებს ახალ მეგობარს „კირობო მინის“ შესთავაზებს. რობოტი 10 სანტიმენტრი იქნება და ის მფლობელს სახის გამომეტყველებით იცნობს. ახალი მეგობარი მსურველებს სულ რაღაც 39 800 იენი (დაახლოებით 900 ლარი) დაუჯდებათ.

„კირობო მინი“ ბლუთუსით, კამერითა და მიკროფონით იქნება აღჭურვილი და სმარტფონსაც სწორედ ბლუთუსით დაუკავშირდება. „კირობო მინი“ მოძრაობას ვერ შეძლებს, მაგრამ როცა მფლობელი დაუძახებს, აუცილებლად გახედავს. რობოტის ელემენტი სამ საათს იმუშავებს.

საკუთარი რობოტი ყველას - ტრენდი იაპონიიდან

ფამინორი კატაოკა „კირობო მინის“ ერთ-ერთი შემქმნელია. კატაოკა ამბობს, რომ რბილი სათამაშო ბევრ ადამიანს ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მეტყველება არ შეუძლიათ. „კირობო მინი“ კი თქვენთვის საინტერესო თემებზე საუბარს ოჯახის წევრივით შეძლებს, არც მარტო დაგტოვებთ, კომპანიონობას მანქანით მგზავრობისასაც გაგიწევთ და, საჭროების შემთხვევაში, ტაქსისაც გამოიძახებს.

იაპონიაში საავტომობილო ინდუსტრია მკვეთრად მცირდება. ბევრი ახალგაზრდისთვის ავტომობილით გადაადგილება ტრენდული აღარ არის, შესაბამისად მანქანების გაყიდვებიც იკლებს. სწორედ ამიტომ „ტოიოტა“ ახალი მიმართულების - „კირობო მინის“ შექმნასა და განვითარებაზე ფიქრობს.

  თორნიკე გურული