როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წონაში დაკლებამდე - 14 ცნობილი ადამიანის დაუჯერებელი გარდასახვა
- 19.04.2017
ცნობილ ადამიანებს სხვების მსგავსად,ბევრ სირთულესთან უწევთ გამკლვავება. იმისთვის, რომ გამოიყურებოდნენ კარგად, ჰავდეთ თაყვანისმცემლები, ან უბრალოდ მიიღონ ახალი როლი, გამუდმებით უწევთ გარეგნობაზე ზრუნვა და ბრძოლა ჭარბ წონასთან.
გთავაზობთ 14 ვარსკვლავს, რომლებმაც წონაში სხვადასხვა მიზეზის გამო დაიკლეს:
1. ჯონ გუდმენი (-45 კგ) - ჯონმა გადაწყვიტა წონაში დაეკლო იმის შიშით, რომ ჭარბი წონის გამო ადრეულ ასაკში მოკვდებოდა.
2. კიმ კარდაშინი(- 30 კგ) - მან დაისახა მიზნად რომ წონაში საგრძნობლად დაიკლებდა და მიაღწია კიდეც ამას.
3. კრის პრეტი (-27 კგ) - წონაში კლების მიზანი იყო ის, რომ მიეღო მთავარი როლი ფილმში „გალაქტიკის მცველები“.
4. კრისტინა აგილერა (- 20 კგ) - მომღერალმა გადაწყვიტა, რომ საქორწინო ცერემონიაზე ფორმაში ყოფილიყო და მიაღწია კიდეც მიზანს.
5. ჯონა ჰილი (-25 კგ) - ჯონა ამბობს, რომ გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინა, რომ ჭარბი წონა ძალიან აწუხებდა და ხელს უშლიდა ნორმალურ ცხოვრებაში.
6. მერაია ქერი (-20 კგ) - მერაიამ წონაში საქორწინო ცერემონიის მიზნით დაიკლო. მას შემდეგ რაც გადაწყვიტა, რომ ავსტრალიელ მილიონერზე დაქორწინდებოდა, ის თვლიდა, რომ მის ახალ სტატუსს მისი აღნაგობა არ უხდებოდა.
7. კრისტიან ბეილი (-28 კგ) - კრისტიანმა გადაწყვეტილება მიიღო ფილმ „მემანქანის“ როლისთვის.
8. სეთ როგენი (-15 კგ) - მანაც ფილმის გამო მიიღო გადაწყვეტილება. კონკრეტულად კი ფილმ „მწვანე კარაზანაში“ შესასრულებელი როლისთვის.
9. კელი ოზბორნი (-23კგ) - კელის სურდა მთლიანად შეეცვალა თავისი ცხოვრების სტილი, გარეგნობა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ახალ ცხოვრებას მისი წონა აღარ უხდებოდა.
10. ზაკ გალიფიანაკისი (-25კგ) - ზაკმა წონაში საყვარელ ქალზე დაქორწინების გამო დაიკლო. ამან კარიერაშიც მოუტანა წარმატება და წონაში დაკლების შემდეგ რეჟისორებისთვის ის უფრო სასურველი მსახობი გახდა.
11. მეთიუ მაკკონაქი(- 20კგ) - მეთიუმ წონაში დაიკლო ფილმ „დალასის შემსყიდველთა კლუბისთვის“. მსახიობი ამბობს, რომ წონაში დაკლების პროცესი მისთვის სასიამოვნო იყო.
12. ჯესიკა სიმპსონი (-27კგ) - მისთვის წონაში დაკლების პროცესი მარტივი არ ყოფილა და ამას წყობიდან გამოჰყავდა, თუმცა მომავალი ქორწილისთვის უღირდა მსხვერპლის გაღება.
13. ჯენეტ კეკსონი (-30კგ) - მისი მოტივაცია უბრალოდ იყო ის, რომ ეზიზღებოდა ზედმეტი კილოგრამები.
14. ოპრა უინფრი (-28კგ) - მრავალი წლის უშედეგო წვალების შემდეგ, ოპრამ მიზანს მიაღწია მას შემდეგ, რაც შექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს წონაში დაკლებაში ეხმარება და ამისთვის სხვადასხვა ეფექტურ საშუალებას სთავაზობს. ოპრამ ამ მეთოდების წყალობით 28 კგ დაიკლო.
თემები: დიეტა, წონაში დაკლება, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია