LIFE

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეა! - სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, გუშინ თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის პირველ მგზავრებს სავარძლებზე საჩუქრად წიგნები დახვდათ.

აქტივობა გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“, თბილისის მერიისა და ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველო უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს ამ დიდ ტრადიციას შეუერთდა და “წიგნის დღეს” პომპეზურად აღნიშნავს.

თბილისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, მთაწმინდაზე, მამა დავითის პანთეონში იგეგმება წიგნებისგამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ფასდაკლებები და 6 საჯარო ლექცია.

“მოდი პანთეონში” - 16:00-დან 19:00 საათამდე.

სპეციალურად ამ დღისთვის, 15:30 და 16:30 საათზე თავისუფლების მოედნიდან მთაწმინდამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებს, პანთეონში მისულ მსმენელებს კი თანამედროვე ქართველი ავტორები და ლიტერატორები დახვდებიან.


30 წუთიანი ღია ლექციების განრიგი ასეთია:

16:00 – რატი ამაღლობელი ისაუბრებს გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.
16:30 – გიორგი კეკელიძე ისაუბრებს აკაკი წერეთლის შესახებ.
17:00 – ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ.
17:30 - დათო ტურაშვილი ისაუბრებს ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ.
18:00 – ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
18:30 – ეთერ თათარაიძე ისაუბრებს ვაჟა-ფშაველას შესახებ.

მანამდე კი, მთელი კვირისგანმავლობაში, გამომცემლობა“ინტელექტი”, “არტანუჯი”, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” და თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სიურპრიზებს უმზადებს.


მეტროსა თუ ავტობუსში შესულ მოქალაქეებს საჩუქრად ხვდებათ წიგნები, “საბას” ხმოვანი წიგნის უფასო ჩამოსატვირთი ბარათები და 23 აპრილის მოსაწვევები.

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

თუ თქვენც სარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ნებისმიერ წუთს შესაძლოა ამ საჩუქრის მფლობელი გახდეთ.

მანამადე კი, Trend.ge გთავაზობთ ტრანსპორტში წასაკითხი წიგნების სიას.

10 წიგნი, რომელიც ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ფორმატის და მოცულობისაა, გარდა ამისა, წიგნების დიდი ნაწილი ბესტსელერია და მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.

1. გაბრიელ გარსია მარკესი – „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=279

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

2. ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი ქარში“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=521

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

3. მაქს ფრიში – „ლურჯწვერა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=526

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

4. ჯონ სტაინბეკი – „თაგვებსა და ადამიანებზე“http://artanuji.ge/book_ge.php?id=231

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

5. გია ბუღაძე - „200 ამბავი მხატვრობაზე“ - http://artanuji.ge/book_ge.php?id=275

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

6. ჟან მარი გუსტავლე კლეზიო – „აფრიკელი“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=542

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ


7. გელა ჩარკვიანი – „ნაგერალა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=424

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ


8. ოთარ ჭილაძე – „ცა მიწიდან იწყება“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=423

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ

9. ულრიხ პლენცდორფი – „ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებანი“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=549

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ


10. იბრაჰიმ ალ ქუნი – „ოქროს ქვიშა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=543

ტრანსპორტში წასაკითხი 10 წიგნი - Trend.ge გირჩევთ