23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეა! - სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, გუშინ თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის პირველ მგზავრებს სავარძლებზე საჩუქრად წიგნები დახვდათ.
აქტივობა გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“, თბილისის მერიისა და ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს ამ დიდ ტრადიციას შეუერთდა და “წიგნის დღეს” პომპეზურად აღნიშნავს.
თბილისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, მთაწმინდაზე, მამა დავითის პანთეონში იგეგმება წიგნებისგამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ფასდაკლებები და 6 საჯარო ლექცია.
“მოდი პანთეონში” - 16:00-დან 19:00 საათამდე.
სპეციალურად ამ დღისთვის, 15:30 და 16:30 საათზე თავისუფლების მოედნიდან მთაწმინდამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებს, პანთეონში მისულ მსმენელებს კი თანამედროვე ქართველი ავტორები და ლიტერატორები დახვდებიან.
30 წუთიანი ღია ლექციების განრიგი ასეთია:
16:00 – რატი ამაღლობელი ისაუბრებს გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.
16:30 – გიორგი კეკელიძე ისაუბრებს აკაკი წერეთლის შესახებ.
17:00 – ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ.
17:30 - დათო ტურაშვილი ისაუბრებს ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ.
18:00 – ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
18:30 – ეთერ თათარაიძე ისაუბრებს ვაჟა-ფშაველას შესახებ.
მანამდე კი, მთელი კვირისგანმავლობაში, გამომცემლობა“ინტელექტი”, “არტანუჯი”, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” და თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სიურპრიზებს უმზადებს.
მეტროსა თუ ავტობუსში შესულ მოქალაქეებს საჩუქრად ხვდებათ წიგნები, “საბას” ხმოვანი წიგნის უფასო ჩამოსატვირთი ბარათები და 23 აპრილის მოსაწვევები.
თუ თქვენც სარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ნებისმიერ წუთს შესაძლოა ამ საჩუქრის მფლობელი გახდეთ.
მანამადე კი, Trend.ge გთავაზობთ ტრანსპორტში წასაკითხი წიგნების სიას.
10 წიგნი, რომელიც ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ფორმატის და მოცულობისაა, გარდა ამისა, წიგნების დიდი ნაწილი ბესტსელერია და მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.
1. გაბრიელ გარსია მარკესი – „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=279
2. ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი ქარში“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=521
3. მაქს ფრიში – „ლურჯწვერა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=526
4. ჯონ სტაინბეკი – „თაგვებსა და ადამიანებზე“ - http://artanuji.ge/book_ge.php?id=231
5. გია ბუღაძე - „200 ამბავი მხატვრობაზე“ - http://artanuji.ge/book_ge.php?id=275
6. ჟან მარი გუსტავლე კლეზიო – „აფრიკელი“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=542
7. გელა ჩარკვიანი – „ნაგერალა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=424
8. ოთარ ჭილაძე – „ცა მიწიდან იწყება“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=423
9. ულრიხ პლენცდორფი – „ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებანი“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=549
10. იბრაჰიმ ალ ქუნი – „ოქროს ქვიშა“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=543
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია