მშობლები

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

ხარისხიანი განათლება არის ის, რასაც მშობელთა უმრავლესობისთვის, შვილის აღზრდის პროცესში ყველაზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. სწორედ ეს პრიორიტეტი ხდება მშობლების მიერ ჩადებული, უზარმაზარი ინვესტიციის მიზეზი თავიანთი შვილების განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი განათლების პრობლემა ქვეყანაში არსებობს და აღნიშნული ბოლო კვლევებისა და გამოკითხვების შედეგად, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება, ჩნდება კითხვა - შეუძლიათ თუ არა მშობლებს, განათლების პროცესში, თავიანთი, უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, შვილების განათლების ხარისხის გაუმჯობესება?

რაც არ უნდა უარვყოთ, სკოლა იყო, არის და იქნება, ის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც ხარისხიანი განათლების წინაპირობაა. ქართულ სკოლებს არა ერთი პრობლემა აქვთ, რომლებსაც უშუალოდ განათლების სფეროში რეფორმების აუცილებლობასთან მივყავართ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ბევრი, სკოლისგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელსაც უშუალოდ მშობლის ყურადღება, მასწავლებლებთან კომუნიკაცია და შვილის განათლების პროცესში მისი ჩართულობა სჭირდება.

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

TREND. ძალიან საინტერესო, ხელმისაწვდომი და კომფორტული სტარტაპის შესახებ გიამბობთ, რაც, მშობელზე, ასევე მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და მთლიანად ადმინისტრაციაზე მორგებულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

სტარტაპი, რომელზეც ჩვენ გიამბობთ და რომელსაც Back2School ჰქვია, დეველოპერული კომპანიის, Tesla Toys-ის მიერ შექმნილი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გაუმჯობესებული კომუნიკაციის დამყარებას, ამას კი მათი ერთ სივრცეში თავმოყრით ახერხებს. Tesla Toys ნიჭიერ პროფესიონალთა გუნდისგან შედგება. გუნდის წევრები, ძირითადად, ციფრული სტრატეგიის სპეციალისტები, დიზაინერები, დეველოპერები, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტები, პროექტის მენეჯერები და ბიზნეს დეველოპერები არიან. კომპანია და მისი წევრები დამკვეთის პროექტზე თავიანთ იდეებსა და პროფესიონალურ გამოცდილებას მაქსიმალურად იყენებენ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

სწორედ ამ მიდგომით და პროექტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებებით, Tesla Toys-მა იმუშავა პროექტზე Back2School, რომელიც საბოლოო ჯამში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ პროექტისთვის შექმნილი პროგრამა დაფუძნებულია ინტერნეტ პლატფორმაზე, სკოლის მენეჯმენტის სისტემა ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. უფრო კონკრეტულად კი, იმ მშობლებსაც, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, პროგრამის საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ იყვნენ ჩართულნი თავიანთი შვილების სწავლის პროცესში - მათ შეუძლიათ შვილის ID-ის გამოყენებით სისტემაში შესვლა, მათი მოსწრების ონლაინ ნახვა და მასწავლებელთან კომუნიკაცია.

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისთვის შეიქმნა და მისი პრაქტიკული გამოყენების პირველივე დღიდან, მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

პროგრამას, გარდა უკვე ნახსენებისა, სხვა ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ადმინისტრატორს შეუძლია ახალი სტუდენტის, მასწავლებლის და კლასის დამატება, ცვლილებების შეყვანა, სასკოლო ახალი ამბების განახლება, სასკოლო აქტივობების მართვა, სასკოლო ცხრილის შედგენა. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ პროგრამის საშუალებით შესაძლებლობა აქვთ ადმინისტრატორს, მოსწავლეებსა და მშობლებს დაუკავშირდნენ, მისცენ დავალებები მოსწავლეებს, შეამოწმონ და იხილონ შესრულებული დავალებები, ჩაატარონ გამოცდა ონლაინ, ჩაინიშნონ დასწრება, გამოაქვეყნონ მოსწავლეთა შეფასებები და სხვ. პროგრამის საშუალებით, მოსწავლეებსაც აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ დავალებები ონლაინ და იხილონ თავიანთი კლასის აქტივობები.

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

Tesla Toys-ის მიერ შექმნილი პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეთა ასაკსა და მათ დატვირთვას, შესაბამისად, ნებისმიერი კლასის მოსწავლის მშობელს მისთვის განკუთვნილი პაკეტის შეძენის საშუალება აქვს. არსებობს, როგორც დაწყებითი კლასის, ასევე საშუალო ასაკის მოსწავლეებისთვისა და უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა რაოდენობის პროგრამული ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს. დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის განკუთვნილი პაკეტი 28, საშუალო ასაკის მოსწავლეთათვის განკუთვნილი 34, ხოლო უფროსკლასელთათვის, 42 პროგრამულ ამოცანას ახორციელებს. თითოეული პაკეტისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერ მომხმარებელს, Tesla Toys საშუალებას აძლევს შეიძინონ დამატებითი პაკეტიც, რომელიც მოიცავს მობილურის აპლიკაციას iOS/Android, გადახდების სისტემას, ელექტრონულ ტესტირებასა და პედაგოგთა, ადმინისტრაციის, მსობელთა და მოსწავლეთა მონაცემთა ბაზას.

Back2School - ინოვაციური პროგრამა ხარისხიანი განათლებისთვის

ჩვენი საქმიანობა, განათლება და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები დღესდღეობით გაცილებით ხარისხიანი და ხელმისაწვდომი, სწორედ ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე ხდება. შესაბამისად, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, ოჯახებისთვის, რომლებისთვისაც განათლება პრიორიტეტულია, Tesla Toys-ის ეს ინოვაციური პროექტი, მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც შვილების, ასევე ქვეყნისა და მათი მომავლის წინაშე, ვინაიდან, ახალი თაობა მომავალია. Tesla Toys პროექტით Back2School მომავალს მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.



Trend.ge