დამამშვიდებელი სუნამოების ტრენდი: როგორ მოქმედებს სურნელი ჩვენს ნერვულ სისტემაზე
- 28.05.2025

თუ ადრე სურნელს განწყობის, სეზონის ან შემთხვევის მიხედვით ირჩევდით, დღეს სუნამოს ახალი ფუნქცია აქვს - იყოს ანტისტრესი. სამყაროში, სადაც შფოთვა ნორმად იქცა, ხოლო დაღლილობა - ჩვეულებრივ მდგომარეობად, გინდათ, რომ სუნამომ უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ „გემრიელად სუნი ჰქონდეს“.
ასე გაჩნდა დამამშვიდებელი პარფიუმერიის ტრენდი.
თანამედროვე ფორმულებში იყენებენ მოლეკულებს, რომლებიც ნამდვილად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. ამისთვის კი პარფიუმერები თანამშრომლობენ ნეირობიოლოგებთან.
კომპოზიციები გააზრებულია, როგორც მიკროთერაპია: გულისცემის შენელებისთვის, უფრო ღრმად სუნთქვის დასახმარებლად, სხეულის დაჭიმულობის მოსახსნელად. და ეს ყველაფერი - სურნელის საშუალებით.
როგორ მუშაობს:
როდესაც შეიყნოსავთ, მისი მოლეკულები ცხვირში ყნოსვის რეცეპტორებს ხვდება. იქიდან სიგნალი პირდაპირ ტვინის იმ ნაწილში მიდის, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე,
ეხსიერებაზე და სტრესულ რეაქციებზე. მხედველობისა და სმენისგან განსხვავებით, ყნოსვა ლოგიკის ფილტრს გვერდს უვლის, ის მაშინვე „ეხება“ გრძნობებს.
სწორედ ამიტომ, სუნს შეუძლია მომენტალურად დაგაბრუნოთ ბავშვობაში, მოგგვაროთ ცრემლები, შეამსუბუქოს შფოთვა ან, პირიქით, გამოგაფხიზლოთ. პარფიუმერებმა ეს დიდი ხანია იციან, მაგრამ მხოლოდ ახლახან დაიწყეს ამის შეგნებულად გამოყენება ფორმულებში.
რომელი ნოტები ამშვიდებს
- ლავანდა - დიახ, ის კვლავ მუშაობს.
- ირისი - მოქმედებს როგორც ნაზი შეხება.
- სანდალოზი - ამცირებს კორტიზოლის დონეს.
- ია - იძლევა სიმყუდროვის, დაცულობის შეგრძნებას.
- ვანილი - ამცირებს გაღიზიანებას. საუკეთესოა რძის ან ხის კომპოზიციებში.
- მუსკუსი - ქმნის „მეორე კანის“ ეფექტს. ხშირად გამოიყენება საბაზისო ნოტებში, რომლებიც სხეულზე ყველაზე დიდხანს რჩება.
- ჩაი და ბალახი - იძლევა სიახლეს შეგრძნებას, ხსნის გონებრივ დაძაბულობას.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია