სტილი

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

თაობათა განსხვავებულობა, გარდა ღირებულებებისა და საკითხების მიმართ დამოკიდებულებისა, ყველაზე კარგად საკუთარი თავის გამოხატვის ფორმებში იგრძნობა. თვითგამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს და ამ ფორმებზე თითოეული ჩვენგანი ინდვიდუალური, სუბიექტური მიდგომით ვაკეთებთ არჩევანს, დაწყებული შემოქმედებით, დასრულებული ვიზუალური იმიჯით. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

თუმცა, შესაძლოა ითქვას, რომ კომუნიკაციის, ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლის ყველაზე მეტყველ, საუკეთესო საშუალებად, მაინც ჩაცმის სტილი, ადამიანთა ვიზუალური მხარე მიიჩნევა. გარდა გემოვნების განსხვავებულობისა, ჩვენი ჩაცმულობის მეშვეობით, ერთმანეთს საკუთარი პიროვნების შესახებ, სხვადასხვა, უხმო მესიჯებსაც ვაწვდით - იქნება ეს ცხოვრების წესი, პროპრიტეტები, ხასიათის შტიხები თუ თავისუფლების შეგრძნება. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

თავისუფლების მაღალ საფეხურს კი მაშინ ვაღწევთ, როცა საკუთარი პიროვნების ზუსტად გამოხატვასთან ერთად, გულწრფელი, ნამდვილი სურვილების ასასრულებლად ფაზლის აწყობას ვიწყებთ. TREND. მოხარულია, დიზაინერ, თათა ჩაჩუაზე მოგიყვეთ, რომელმაც დიდი ხნის სურვილს ხორცი შეასხა და რეალობად აქცია. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

დიზაინერს, თათა ჩაჩუას საჯარო სექტორსა და სხვადასხვა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა, გააცნობიერა, რომ დრო იყო, საკუთარი რეალური, გულწრფელი სურვილების ახდენაზეც ეფიქრა. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები, საკუთარი ქვეყნის სიყვარულს, განსკუთრებით მძაფრად მაშინ განვიცდით, როცა მისგან შორს ვიმოფებით. ამის დასადასტურებლად, თავად, პირადი გამოცდილებიდან ვერაფერს გეტყვით, თუმცა, სხვა ადამიანების და მათ შორის, დიზაინერის, თათა ჩაჩუას ისტორიაც, ამ მოსაზრებას ამყარებს. იდეა, რომელიც დღეს რეალობად იქცა და რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია, თათას სამშობლოსთან უწყვეტი კავშირის სურვილმა აღუძრა. ამასთან სასურველია აღინიშნოს ისიც, რომ ამ საქმიანობის წამოწყება მას ყოველთვის სურდა. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

ქართული ხაზი, ხელმისაწვდომი ფასებით, ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის - ეს ატელიე თაობაა, რომელიც თავდაპირველად, ქართული, საორსულე ხაზის იდეად ჩამოყალიბდა. თუმცა, მოგვიანებით ბრენდი ყველა თაობის მოთხოვნილებების, გემოვნებისა და ღირებულებების შესაბამისი პროდუქციის შექმნას შეუდგა და წამოწყების პირველი ნაბიჯებიც წარმატებული აღმოჩნდა.

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

ბრენდის სახელიც სწორედ მისი საქმიანობის კონცეფციასთან ასოცირდება. ატელიე თაობა ქმნის ყველასთვის, ქმნის განსხვავებულს და ქმნის გულით. რაც მთავარია, მომხმარებლისთვის ბრენდი გამორჩეულია იმითაც, რომ არ წარმოშობს ფასებთან, პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს და გარანტირებულ ხარისხს სთავაზობს მათ. ატელიეს მიერ შექმნილი თითოეული ტანისამოსი განსხვავებულია და თითქმის არ გვხვდება ორი ერთმანეთის იდენტური პროდუქცია. გამომდინარე იქედან, რომ ტელიე თაობა ინდივიდუალური შეკვეთებზეც მუშაობს, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი არჩევანს კონკრეტული კოლექციიდან, კონკრეტული დიზაინის ტანსაცმელზე აკეთებს, რომელიც გაყიდულია. ამ შემთხვევაშიც კი, ნებისმიერ ადამიანს აქვს ტანისამოსის ექსკლუზიურად ტარების შესაძლებლობა, ვინაიდან, მისი მსგავსის დამზადების შემთხვევაში, დიზაინერს დეტალებში ცვლილებები შეაქვს. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

გამომდინარე იქედან, რომ ატელიე თაობამ საკმაოდ ბევრი მომხმარებლის გული და გარდერობი უკვე დაიპყრო, ბრენდს თითქმის ყოველთვიურად ახალ კოლექციაზე მუშაობა უწევს. ათეული დღის წინ, მან თავის მომხმარებელს ახალი, საგაზაფხულო კოლექცია უკვე აჩუქა. უახლოეს მომავალში ატელიე მამაკაცისა და ბავშვის ხაზის დამატებასაც გვპირდება. გარდა ამისა, იგეგმება ფეხსაცმელების ხაზიც გამოშვებაც. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

ატელიე თაობა ჭავჭავაძის N9-ში მდებარეობს, თუმცა, მისი მომსახურებით სარგებლობა როგორც ფეისბუქ, ასევე ინსტაგრამ გვერდების საშუალებითაც არის შესაძლებელი. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ

მიუხედავად ქართულ ბაზარზე არსებული ბევრი ნიჭიერი დიზაინერისა, თათა ჩაჩუამ შეძლო და მოახერხა საკუთარი სურვილი, ძალიან ბევრი ადამიანებისთვის მისაღებ და ლამაზ რეალობად ექცია. სწორედ საქმის სიყვარული და იდეების სიტყვებშეუფერებელი მრავალფეროვნება გახდა მიზეზი იმისა, რომ ატელიე თაობამ ქართულ ბაზარზე კუთვნილი, ღირსეული ადგილი უკვე დაიკავა. 

ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ
ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ
ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ
ატელიე თაობა - როცა გულწრფელ სურვილს ხორცს ასხამ



Trend.ge