სილამაზე

5 მიზეზი, რატომ იწყებს თმა ნაადრევად გაჭაღარავებას

5 მიზეზი, რატომ იწყებს თმა ნაადრევად გაჭაღარავებას

1. გულის დაავადებები

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებში სწრაფი გაჭაღარავება ხშირად არის დაკავშირებული გულის იშემიური დაავადების მომატებულ რისკთან. ვინაიდან საწყის სტადიაზე გულის იშემიურ დაავადებას არ გააჩნია სიმპტომები, ნაადრევად გაჭაღარავებულმა მამაკაცებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა კარდიოლოგთან.

2. წყალბადის ზეჟანგის დაგროვება

ჩვეულ რეჟიმში ჩვენი თმის ფოლიკულები გამოიმუშავებენ მცირე რაოდენობის წყალბადის ზეჟანგს. მაგრამ, როცა ის გროვდება, აუფერულებს კულულებს. ასეთი გადახრა იკურნება ულტრაიისფერის აქტივირებული ნარევის გამოყენებით. მას ასევე იყენებენ კანის პიგმენტაციის დარღვევის დროს.

3. ვიტამინი D3 და B12 ნაკლებობა

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რო ვიტამინ D3 ნაკლებობა იწვევს მელანინის (ნივთიერების, რომელიც პასუხისმგებელია კანისა და თმის ფერზე) დაკარგვას. იგივე ხდება ვიტამინ B12 ნაკლებობის დროსაც. ხანდახან, იმისათვის რომ შეჩერდეს გაჭაღარავება, საკმარისია გადასვლა დაბალანსებულ კვებაზე.

4. მოწევა

დამტკიცებულია, რომ მწეველი ადამიანები უფრო მალე ჭაღარავდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არასოდეს არ მიკარებია სიგარეტს. სხვათაშორის, ეს ჩვევა ასევე პროვოცირებს ადრეულ გამელოტებას.

5. მემკვიდრეობა

ნაადრევი ჭაღარა შეიძლება მეტყველებდეს არა მხოლოდ გადახრებზე, არამედ ორგანიზმის ბუნებრივ თავისებურებებზე. ასე, ადამიანები, რომლის მშობლებმა დაიწყეს გაჭაღარავება 30 წლის ასაკამდე, ასევე ნაადრევად ამჩნევენ პირველ ჭაღარას. მეცნიერებმა გენებიც კი აღმოაჩინეს, რომლებიც პასუხს აგებენ ნაადრევ ჭაღარაზე და გადაეცემათ მემკვიდრეობით.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>