როგორ უზრუნველყოთ ჯანმრთელი ძილი ყველანაირი წამლის გარეშე? არსებობს 10 საშუალება, აირჩიეთ საკუთარი:
1. თბილი რძე
რძე - ეს არა მხოლოდ კალციუმის წყაროა, არამედ მასში შემავალ ტრიფტოფანის ამინომჟავებს, გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება.
2. შვრია
დილაობით შვრიის მოყვარულებს შეუძლიათ ასევე ჩართონ საღამოს რაციონშიც. უჯრედისის გარდა, შვრია შეიცავს მელატონინს - ძილის ჰორმონს. სცადეთ დაამატოთ ფაფას თბილი რძე და თაფლი, და მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.
3. ბანანი
ბანანი შეიცავს სერატონინს დიდი რაოდენობით, რომელიც ასევე დაგეხმარებათ უძილობასთან ბრძოლაში. მათთვის, ვისაც ეშინია ზედმეტი კილოგრამების, აღელვება არ ღირს. ტკბილი ძილისთვის საკმარისი იქნება ბანანის ნახევარიც.
4. გვირილის ნაყენი თაფლით
ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მცენარე - გვირილაა, რომელიც ამასთანავე წარმოადგენს შესანიშნავ ნატურალურ ძილის წამალს. მოამზადეთ გვირილის ნაყენი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ... მშვიდი ძილი.
5. ნუში
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ტრიფტოფანი ამშვიდებს. ამ სასარგებლო ამინომჟავის კიდევ ერთი წყაროა - ნუში, რომელიც ასევე შეიცავს მაგნიუმს. მიირთვით ძილის წინ ცოტაოდენი ნუში და დაწექით დასაძინებლად.
6. მთელმარცვლოვანი პურის ნაჭერი
ძილის წინ მიღებული მთელმარცვლოვანი პურის ნაჭერი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს გამოიმუშაოს ინსულინი. ის კი გავლენას ახდენს ტრიფტოფანის გარდაქმნაზე სერატონინში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ძილზე.
7. კუნელი
კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა - კუნელი. მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენება არა მხოლოდ გულის დაავადებებისა და მაღალი წნევის დროს, არამედ ძილის დარღვევის დროსაც შეიძლება. დააყენეთ კუნელის ნაყენი და მიიღეთ 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.
8. ნიახური
უძილობის დროს ასევე დაგეხმარებათ ნიახურის ნაყენი. 1 ს.კ. წვრილად დაჭრილ ნიახურს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. საჭიროა დალიოთ ½ ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში. ბოლო მიღება უნდა იყოს ძილის წინ.
9. სვიის გირჩების ჩაი
ძილის დარღვევების დროს კარგად შველის სვიის გირჩების ჩაი, რომელიც შეიძლება შეიძინოთ აფთიაქში. აიღეთ 1 ს.კ. გირჩები, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. დალიეთ ძილის წინ.
10. გოგრის წვენი
ბავშვობიდან ჩვენთვის ცნობილი გოგრის წვენი წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას შეშუპების, მაღალი წნევის და სიმსუქნის დროს. სცადეთ დალიოთ ძილის წინ 1 ჭიქა გოგრის წვენი 1 ჩ.კ. თაფლთან, და თქვენი ძილი იქნება ღრმა და უშფოთველი.
თემები: ძილი, სწორი კვება, ჯანმრთელობა, რჩევები, სტრესი
<a href="http://www.onaznaet.net/">http://www.onaznaet.net/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია