რატომ გიჟდებიან თქვენზე გარშემომყოფები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 27.04.2017
1. ვერძი - ხართ სპონტანური, მხიარული, ენერგიული და გიყვართ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, გიჟდებით წვეულებებზე. თქვენი ენერგეტიკით იპყრობთ გარშემომყოფთა ყურადღებას. ძნელია, რომ თქვენ მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს, ყველას უყვარხართ.
2. კურო - თუ იტყვით, რომ რამეს გააკეთებთ, ან სადმე წახვალთ, ასე მოიქცევით კიდეც. თქვენ საიმედო ადამიანად მიგიჩნევენ. ყოველთვის მზად ხართ სხვებს დახმარების ხელი გაუწოდოთ, მზად ხართ გამოწვევებისთვის. ადამიანები გეთაყვანებიან.
3. ტყუპები - სადაც უნდა იყოთ, მეგობრების გარემოცვაში, თუ წითელ ხალიჩაზე, თქვენ ყველაფერს განსაკუთრებულ მოვლენად აქცევთ. ხართ ინტელიგენტი, მხიარული. ადამიანებს კომფორტს უქმნით.
4. კირჩხიბი - შეგიძლიათ ადამიანებს გაუგოთ, გახსოვთ უმცირესი დეტალებიც. არასოდეს გავიწყდებათ მიულოცოთ ახლობლებს დაბადების დღე. „დიდი გული“ გაქვთ, ამიტომაც ადამიანებს ძალიან უყვარხართ.
5. ლომი - ის, რის გამოც ლომები უყვართ, არის ნდობა, საოცრად სანდომიანი ადამიანები ხართ. ამის გამო ყველას თქვენთან მეგობრობა სურს.
6. ქალწული - თქვენთან მეგობრები არასოდეს იწყენენ. თქვენი მიღწევებით საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენთ. თუმცა ძალიან თავმდაბალი ხართ, რაც მმზიდველს გხდით.
7. სასწორი - წესიერი ხართ და ურთიერთობაში ყოველთვის მართალი. არასოდეს იტყუებით. უბრალოდ გიყვართ ადამიანები, არ ხართ ეგოისტები. გასცემთ ძალიან დიდ სიყვარულს და 10-ჯერ უფრო მეტს იღებთ. წარმოუდგენლად გულისხმიერი ხართ და ბუნებრივია, რომ ადამიანები გეთაყვანებიან.
8. მორიელი - ადამიანებს თქვენი სექსუალურობით იზიდავთ. სხვებისთვის დამაინტრიგებელი და საინტერესო ხართ.
9. მშვილდოსანი - შეიძლება არც კი იცით, მაგრამ ადამიანებისთვის ინსპირაციისა და და შთაგონების წყარო ხართ. ხართ საოცრად ენერგიული, ოპტიმისტი და ცნობისმოყვარე. გიჟდებით ცხოვრებაზე და თქვენი განწყობა გარშემომყოფებზეც გადადის. ყველას ხიბლავთ, ადამიანები თქვენზე გიჟდებიან.
10. თხის რქა - გარშემომყოფებს მოსწონთ ის, რომ არასოდეს ნებდებით და ხართ საოცრად შრომისმოყვარე. ხართ შორსმჭვრეტელი და ცხოვრობთ გეგმის მიხედვით. არ გეშინიათ მომავლის.
11. მერწყული - არასოდეს ცდილობთ ადამიანები შეცვალოთ, მათ იღებთ ისეთებს, როგორებიც არიან, ამის გამო გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ.
12. თევზები - ხართ კრეატიული, ძალიან ღმა და ვნებიანი ადამიანი, სხვებისთვის ინსპირაციის წყარო. საოცრად ერთგული, რის გამოც ადამიანებს თქვენგან წასვლა ყოველთვის უჭირთ. არ არსებობს სხვა ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გარშემომყოფებს ისე უყვართ, როგორც თევზები.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა, ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://ideaspots.com/">http://ideaspots.com/</a>