გიყვართ თუ არა ხმაურიანი წვეულებები და ღამის გართობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 14.05.2017
1. ვერძი - მას უყვარს დალევა, თუმცა არ მოსწონს სახლში და დახურულ სივრცეში გამართული წვეულებები. მას შეუძლია უამრავი კოქტეილი მიირთვას სანაპიროზე. გიჟდება ღამის ხმაურიან წვეულებებზე. ამით ის მოზღვავებულე ენრგიას ხარჯავს.
2. კურო - მათ არ უყვართ კლუბები და გადაჭარბებული დოზით კოქტეილების მიღება. უყვართ ისეთ ბარებში სიარული, სადაც უკვე წლებია დადიან, სადაც ბარში მომუშავე პერსონალმა იცის მისი სახელი, მისი საყვარელი სასმელი. კუროს ყველაზე მეტად სახლში ყოფნა უყვარს. ის არ არის წვეულებებისთვის დაბადებული.
3. ტყუპები - ტყუპების ცხოვრებაში არ არსებობს მოსაწყენი დღე. მათთვის საუკეთესო გართობა ხალხმრავალიღამის კლუბებისა და ბარების „დაპყრობაა“. არ აქვს მნიშვნელობა ის ბარში მარტოა, თუ მეგობრებთან ერთად, ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს გართობას. ადამიანებთან მარტივად გამონახავს საერთო ენას. მას უყვარს როცა ვინმე სასმელზე პატიჟებს და ამას დიალოგის გაბმისთვის გამოწვევად მიიჩნევს.
4. კირჩხიბი - კირჩხიბებს ურჩევნიათ თავად უმასპინძლონ სახლში რამდენიმე ახლო მეგობარს და მოწრუპონ მათთან ერთად კოქტეილი. უყვართ სახლში მომზადებული საჭმლის მირთმევა. არის ამაში რაღაც მომხიბვლელი. არ გიჟდებიან ხმაურიან წვეულებებზე, თუმცა მეგობრების გამო, უმეტეს შემთხვევაში, ამაზეც არ ამბობენ უარს.
5. ლომი - ლომი კლუბის მეფეა. ლომი ბედნიერია, როცა ზღაპრული წვეულება მისი მოწყობილია და ამის გამო ბევრ კომპლიმენტს იღებს. თუ ბევრი ფული არ აქვთ, ისინი გარშემო მდიდარ ადამიანებს შემოიკრებენ და წვეულებას დაუვიწყარს გახდიან.
6. ქალწული - ქალწულებს უყვართ დახვეწილი წვეულებები. უყვართ ისეთი ბარები, სადაც კლასიკურ მუსიკას უკრავენ დასადაც დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. ხმაურიან წვეულებებზე დიდხანს არ ჩერდებიან.
7. სასწორი - სასწორებს არ უყვართ ხალხმრავლობა. უპირატესობას ანიჭებენ ინტიმურ გარემოში, მხოლოდ საყვარელ ადამიანთანერთად ყოფნას. ის ყველაზე ბედნიერი იქნება თუ მუზეუმში ვახშმობის შესაძლებლობა მიეცემა.
8. მორიელი - ყველაზე ვნებიან ზოდიაქოს ნიშანს უყვარს ღამის ცხოვრება, ინტრიგები და საიდუმლოები. ის შეიძლება მეგობრების გარემოცვაში იყოს გასართობად კლუბში, მაგრამ აუცილებლად ეძებს ვინმეს ისეთს, ვისაც არ იცნობს და ცდილობს ახალი ურთიერთობის წამოწყებას.
9. მშვილდოსანი - ისინი მოგზაურობით გატაცებულები, ცნობისმოყვარეები და ენთუზიაზმით სავსენი არიან. მშვილდოსანი განუწყვეტლივ ცდილობს ცხოვრებაში სიახლეების პოვნას. საუკეთესო წვეულება მისთვის არის სადმე ძალიან შორს წასვლა, სადაც შეძლებს გახდეს ადგილობრივი კულტურის ნაწილი, აღმოაჩინოს რაღაც ახალი და რაც მთავარია, ძალიან ბვერი ალკოჰოლი დალიოს.
10. თხის რქა - ღამის ბარებში თხის რქას ვერ იპოვნით. მათ არ უყვართ ღამის ცხოვრება. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიდიან ბარში - არ გამოტოვებენ მეგობრის დაბადების დღეს, ან რაიმე ივენთს, რომელიც სამსახურს უკავშირდება. მათთვის საუკეთესოა სახლში გამართული წვეულება.
11. მერწყული - მერწყულებს უყვართ ალკოჰოლური სასმელები. უფრო მეტიც, ვერც კი წარმოუდგენიათ ვახშამი ღვინის გარეშე, არათუ წვეულება. ის კომფორტულად გრძნობს იმ ადამიანებთან თავს, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ. შეიძლება სრულებით უცხო ადამიანთან თავი კომფორტულად იგრძნოს, თუ შეამჩნევს რომ საერთო ინტერესები აქვთ.
12. თევზები - მათ არ უყვართ ღამით კლუბებსა და ბარებში სიარული. თავს ყველაზე კომფორტულად აბაზანის მიღების დროს გრძნობენ, როცა გარშემო სანთლებია და ოთახში სასიამოვნო მუსიკა. ამ დროს ერთ ჭიქა წითელ ღვინოზე უარს არ ამბობენ. სწორედ ასეთია თევზების საუკეთესო „წვეულება.“
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, გართობა, წვეულება
<a href="https://www.supercall.com">https://www.supercall.com</a>